3
Jun
2019

Fabrika-ში “ძველზმანის ფესტივალი” გაიმართება

3 Jun 2019

Fabrika-ში 8 ივნისს, 12:00-დან 20:00 სთ-მდე “ძველზმანის ფესტივალი”, იგივე Vintage Market გაიმართება. ალბათ, თავად სახელწოდებაც უკვე ყველაფერს გეუბნებათ, თუმცა, მაინც მოგიყვებით, რას ეხება ეს ფესტივალი.

 

1900-იანების გარდერობი, მუსიკალურ ჟანრთა სხვადასხვაგვარობა, ფილმები, დიზაინი – აქ ყველაფერი დაგხვდებათ, რაც “ვინტაჟურთანაა” კავშირში.

“1920-1990 იანი წლების მოდის ხელოვნებას დიდებულებას აღვნიშნავთ, აქ უნდა ელოდოთ ყველაფერს: ქუჩის სტილს, სიურეალისტურ ფორმებს თუ სახლის ტანსაცმელს და რაც მთავარია – ყველაფერი არის Eco-friendly! ფესტივალის თითოეული ნივთი უკეთესი მომავლის შექმნაში მონაწილეობს. ვინტაჟური ტანსაცმელი თავიდან გვარიდებს მეორად ჰაერსა და დაზიანებულ ბუნებას!” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

ფესტივალი გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი მუსიკითა და სასმლით.

ვინტაჟურ ნოტებს გააჟღერებენ:

Alfreda Stieglitz
• Voodoo Shaman
• Hasiro <[*]> Surosva

Fabrika ფესტივალზე ვინტაჟური განწყობით გელით, ხოლო რაც შეეხება მონაწილეობის მსურველებს, ვისაც ფესტივალზე მასპინძელის როლში ყოფნა სურს, უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ ბმულზე.

განხილვა