in

რას გვასწავლის ძველბერძნული სიბრძნე ბრენდის განვითარებაზე?

ჰერაკლიტე ბერძენი ფილოსოფოსი იყო, რომლის სწავლებებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ბიზნესში. მან ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში დაწერა ცვილის ფირფიტაზე: „ცვლილება ერთადერთი მუდმივაა ცხოვრებაში“.

ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ამავდროულად, სიდიადისკენ მიმავალი ნებისმიერი ორგანიზაციის მანტრა. წარმატებული ბრენდები იმით აღწევენ მწვერვალს, რომ მუდმივად ვითარდებიან, ცვლილებებს ეძებენ, რათა მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნილებები თუ მოლოდინები დააკმაყოფილონ. თუმცა ეს ორიგინალურობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. მაგალითად, Coca-Cola-მ ეს ერთხელ სცადა „ახალი კოკა“-თი, რაც კრახით დასრულდა. მარტივად რომ ვთქვათ, უნიკალურ ფუნდამენტს კრეატიული ცვლილებები უნდა შესძინოთ.

პირობითად, ახალ ბაზრებზე შესვლას და ახალი კავშირების დამყარებას რელევანტურობის შენარჩუნება, მაღალი ღირებულების აუდიტორიის შემოკრება შეუძლია. უბრალოდ, ნებისმიერი მომავალი ინოვაცია უნდა იყოს დაბალანსებული და ძირეულ კონცეფციას შეესაბამებოდეს. ამ თვალსაზრისით, გამჭვირვალობა და ავთენტურობა მთავარი გასაღებია — შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი, შეთავაზება თუ ცვლილება ლოგიკურად უნდა ჯდებოდეს ბრენდის იდენტობაში.

თეორიულად მომხიბვლელად კი ჟღერს, მაგრამ განხორციელება არც ისე მარტივია. ახალი წინადადებების წამოწყებისას, ბრენდებმა სათანადო გულმოდგინება უნდა გამოიჩინონ — წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება რისკი, საკუთარი ფუნდამენტური იდეები ფერფლად აქციონ.

ამასთანავე, ბრენდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებული დიდი აუდიტორია არ იძლევა გარანტიას ახალი შემოთავაზებისთვის — ფაქტი, რომელიც Cosmopolitan-მა ვერ აღიარა, როდესაც 1999 წელს იოგურტების ასორტიმენტი გამოუშვა. ქალთა ჟურნალი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გართობის სამყაროს სახით პოზიციონიორებდა და რატომღაც კვლევების მიხედვით იფიქრეს, რომ ამგვარი პროდუქტის დამატება მეტად გაზრდიდა პოპულარობას. საბოლოოდ, ბევრმა მკითხველი არ იქცა ამ დამატებითი იოგურტის მომხმარებლად, შეკვეთილი რეკლამების რაოდენობამაც იკლო…

იმის აღიარება, რომ ცვლილება მუდმივია, არ ნიშნავს თქვენი ბრენდის იდენტობის მსხვერპლად შეწირვას. ბიზნეს სამყაროში, რომელიც განსაზღვრულია სწრაფი კულტურული ცვლილებებით და მომხმარებელთა განვითარებადი მოლოდინებით, „მასტერბრენდი“ უნდა იყოს ერთი მუდმივი, წამყვანი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ორგანიზაციას.

ამავდროულად, თქვენი მასტერბრენდის მიტოვება პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ დაშორდეთ მათ, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია… სანაცვლოდ, ფუნდამენტის შენარჩუნება, ახალი წინადადებების მის ირგვლივ განვითარება გეხმარებათ, პატივი სცეთ წარსულს და თან ინოვაციებზე ორიენტირებული მომავლისკენ აიღოთ გეზი.

7 პროფესია, რომლებითაც ყოველთვის შეძლებთ ონლაინ იმუშაოთ

როგორ მივიღოთ კომპანიის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები?