საახალწლო-საშობაო სეზონზე ფილმები სანტას შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მხიარული, თეთრწვერა ბაბუა წითელ სამოსში, რომელიც საჩუქრებს არიგებს, როგორც წესი, ზღაპრული ფილმების გმირია ხოლმე. თუმცა არსებობს ისეთებიც, სადაც სანტა უცნაურ, ცოტა თავისებურ პერსონაჟად არის წარმოდგენილი და ამ სტატიაშიც სწორედ ამ ფილმებს მოვუყარეთ თავი.
- Santa Claus (1959)
ამ ფილმს უჩვეულოს ხდის მისი ალტერნატიული სათაური: „სანტა კლაუსი ეშმაკის წინააღმდეგ”. რეჟისორ რენე კარდონას ფენტეზში მთავარი გმირი თავის თანაშემწეებთან ერთად ცხოვრობს ციხესიმაგრეში. ვითარება მას შემდეგ იძაბება, როცა სანტა იგებს, რომ ლუციფერმა დედამიწაზე გააგზავნა თავისი თანაშემწე, რათა აცდუნოს ბავშვები.
ფილმი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზეა და მისი მთავარი სიუჟეტური მისიაა, გმირებმა გადაარჩინონ შობა.
- Santa Claus Conquers the Martians (1964)
1964 წლის სადღესასწაულო სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც საკმაოდ დაბალი ბიუჯეტით გადაიღეს. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს მარსიანელთა ჯგუფის შესახებ, რომელიც იტაცებს სანტა კლაუსს.
- Rudolph the Red-Nosed Reindeer (1964)
მრავალი ოჯახისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმია წითელცხვირიანი ირმის შესახებ, რომელიც სადღესასწაულო კლასიკად იქცა. პოპულარულ საშობაო სიმღერაზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს რუდოლფის გულისამაჩუყებელ ზღაპარს, ახალგაზრდა ირმის, რომელიც დაიბადა უჩვეულო, მბზინავი წითელი ცხვირით.
- Santa and the Ice Cream Bunny (1972)
ეს სიურეალისტური და დაბალბიუჯეტიანი საშობაო ფილმი, რომელმაც არატრადიციული და უცნაური ისტორიების გამო მრავალი გულშემატკივარი მოიპოვა. ფილმი იწყება იმით, რომ თოვლის ბაბუა ფლორიდის სანაპიროზე ჩერდება მას შემდეგ, რაც მისი ციგა ქვიშაში გაიჭედება. ის ცდილობს, გაარკვიოს, როგორ გააგრძელოს საშობაო მოგზაურობა.
- Santa Claus: The Movie (1985)
ისტორია იწყება სანტა კლაუსის პირველი გამოჩენით სამყაროში. ის თავმდაბალი ხის მჭრელია, რომელიც მისტიური მოვლენების სერიის მეშვეობით გარდაიქმნება ყველასთვის საყვარელ თოვლის ბაბუად. ელფების ჯგუფის დახმარებით, სანტა იწყებს თავის მარადიულ მისიას, სიხარული მოუტანოს ბავშვებს მთელ მსოფლიოში.