in

„ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“ – Mymarket-ის, CG Georgia-სა და Tabito-ს „ჩელენჯი“

კონკურსი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის

მზად ხარ გამოწვევისთვის? ყველაზე დიდი ციფრული კომერციის პლატფორმა საქართველოში Mymarket, კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია CG Georgia და Tabito კომპიუტერული გრაფიკის მე-4 „ჩელენჯში“ გიწვევს -„ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“

„ფიზიკური პირებისთვის შესაძლებლობის მიცემა, იყიდონ ან გაყიდონ მეორადი პროდუქცია, Mymarket-ის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა. ვებგვერდზე შეგიძლიათ, ნახოთ ნებისმიერი ნივთი ანტიკვარიატიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულოა ამ კონკურის პარტნიორობა“, – გვიყვება Mymarket-ის მარკეტერი მარიამ გოგსაძე – „ერთი და იგივე ნივთი, შესაძლოა, ორი ადამიანისთვის განსხვავებული იდეის ან შინაარსის მატარებელი იყოს. „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლეც“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ყველას გვაქვს ძველი ნივთები, ძველი ტექნიკა ან სხვენში შემონახული ძველებური ზარდახშა. ეს ნივთები შესაძლოა ახალმა მფლობელმა განსხვავებულად დაინახოს, უპოვოს ახლებური გამოყენება, ან ძველი დანიშნულებით ახალი სიცოცხლე შთაბეროს. 

„ჩელენჯში“ მონაწილე არტისტებმა უნდა შექმნან ნამუშევარი, რომელიც მიახლოებულად და კრეატიულად გადმოსცემს, როგორ შეიძლება დაიწყოს ძველმა ნივთმა ახალი ცხოვრება, ახალ მფლობელთან. მაგალითად, ძველებური ჭაღი, რომელიც შესაძლოა, სახლის ინტერიერში საყვავილე გახდეს; მონიტორი, რომელიც შესაძლოა, ნახატის ჩარჩოდ გამოიყენოს ახალმა მფლობელმა; ან ტექნიკა, რომლის დანიშნულებაც იგივე დარჩება, უბრალოდ, შეიძლება, შეიცვალოს მისი ვიზუალური მხარე.

„შეუზღუდავია ნივთების არჩევანი, შეგიძლია, გამოიყენო ნებისმიერი რამ, რაც შენთვის საინტერესო იქნება“. 

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული – საუკეთესო 2D დიზაინის ავტორი, საუკეთესო 3D დიზაინის ავტორი და Mymarket-ის რჩეული ნამუშევარი.

„ჩელენჯში“ მონაწილეობის მისაღებად, ატვირთე შენი შემოქმედება CG Georgia-ს facebook ჯგუფში და ელ. ფოსტაზე [email protected], 15 ოქტომბრის 23:59 საათამდე. 

 

[R]

საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაზე “SIRHA 2021” წარდგება

რას აკეთებს პასუხისმგებლიანი ბიზნესი ეკოლოგიის გადასარჩენად?