H&M-ი აგრძელებს თავის კამპანიას ძველი ტანსაცმლის სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მომხმარებლისგან შეგროვებული არასასურველი ან მოძველებული ტანსაცმლისგან ბრენდი ან ახალ ნაჭრებს აწარმოებს, ან შეძლებისდაგვარად აახლებს გარკვეულ ნაწილს და ურიგებს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. წელს ბრენდმა ამ კამპანიის გაგრძელება უფრო აქტიურად გადაწყვიტა და მისთვის კარგი სამოტივაციო ვიდეორგოლიც შექმნა, რომელიც ყველას მოუწოდებს საკუთარი გარდერობის არასასურველი ტანსაცმლისგან გამოსუფთავებისკენ და მათი უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოყენებისკენ.












