in ,

შესაძლოა, ძვირფასი ქვებით კვანტური კომპიუტერები შექმნან

სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სინათლის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ძველი ნამიბიური ძვირფასი ქვისგან მიიღეს, შესაძლოა, სინათლეზე დაფუძნებული კვანტური კომპიუტერების შექმნაში დაგვეხმაროს. მკვლევრები დიდი ხნის სამეცნიერო საიდუმლოებების ამოხსნაზეც საუბრობენ.

M2
M2

ბუნებრივად მოპოვებული სპილენძის ოქსიდი (Cu2O) რიდბერგის პოლარიტონის წარმოებისთვის გამოიყენეს, რომელიც სინათლისა და მატერიის ყველაზე დიდი ჰიბრიდული ნაწილაკია. რიდბერგის პოლარიტონებში სინათლე და მატერია მონეტის ორ მხარეს ჰგავს. მატერიის მხარე კი არის ის, რაც პოლარიტონებს ურთიერთქმედებისკენ უბიძგებს და სწორედ ამ ურთიერთქმედების შედეგად იქმნება კვანტური სიმულატორები — კვანტური კომპიუტერის სპეციალური ტიპი, სადაც ინფორმაცია კვანტურ ერთეულებში ინახება. მათ კლასიკურ კომპიუტერებზე მეტი ინფორმაციის შენახვა და რამდენიმე პროცესის ერთად წარმართვაც შეუძლია.

როგორც ამბობენ, ეს შესაძლებლობა კვანტურ სიმულატორებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მნიშვნელოვანი საიდუმლოებების ამოხსნაშიც დაეხმარება. მაგალითად, იპოვიან პასუხებს კითხვებზე: როგორ შექმნან მაღალტემპერატურული ზეგამტარები ჩქაროსნული მატარებლებისთვის, რამდენად გადაჭრის იაფი სასუქების შემოღება გლობალური შიმშილის პრობლემას ან როგორ შექმნან უფრო ეფექტური წამლები ცილების დახმარებით.

კვანტური სიმულატორის შექმნა მეცნიერებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ჩვენ კი უზარმაზარი ნახტომი გავაკეთეთ მისი მთავარი ინგრედიენტის, რიდბერგის პოლარიტონის შექმნით, — ამბობს ჰამიდ ოჰადი, პროექტის ხელმძღვანელი.

ამისათვის მკვლევრებმა ნამიბიაში მოპოვებული სპილენძის ოქსიდის კრისტალი დაათხელეს და 30-მიკრომეტრიან სისქის ფილად აქციეს, რაც ჩვენი თმის ღერზე უფრო თხელიც კია. ხოლო იმისთვის, რომ რიდბერგის პოლარიტონი 100-ჯერ უფრო დიდი გამხდარიყო, იგი ორ სარკეს შორის მოათავსეს. 

ახლა კი მეცნიერთა გუნდი არსებულ მეთოდებს კვანტური წრედების შესაქმნელად აუმჯობესებს, რადგან ეს კვანტური სიმულატორებისთვის შემდეგი ინგრედიენტი უნდა იყოს.

Webster University Georgia-მ ბიზნესლიდერთა ფერედაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Hart & Jones-მა, რეალური საუბრების პოპულარიზაციისთვის, ახალი ჩაი შექმნა