ელექტრონული აუქციონი eauction.ge საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად 2010 წელს შექმნა.
აქუციონი მომსახურებას სახელმწიფოს სტრუქტურების გარდა, კერძო და უირიდიულ პირებსაც უწევს. აქ ნივთის ან ქონების ყიდვა – გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. დღევანდელი სტატისტიკით, დაახლოებით, 32 000 საჯარო უწყება, კერძო თუ იურიდიული პირია მისი მომხმარებელი.
„eauction.ge – ზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული ან ჩამოწერილი ქონება იყიდება. ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ქონება. პრინციპი ასეთია – თუ აუქციონის დასრულებამდე 2 წუთია დარჩენილი და ვაჭრობა კიდევ გრძელდება, ემატება 2 წუთი. ანუ მთავარი ის კი არ არის, ვინ მოასწრებს, მთავარი პრინციპი არის ვინ დანებდება პირველი. ვაჭრობა ამ დრომდე გრძელდება. ელექტრო აუქციონით სარგებლობის პირობები ასეთია: გადიხარ რეგისტრაციას ირჩევ „ყიდვას“ ან „გაყიდვას“, შესაბამის კატეგორიაში ათავსებ განცხადებას, შემდეგ ადმინისტრატორი ნახულობს და თუ განაცხადს რაიმე დეტალი აკლია უკან უბრუნდება განმცხადებელს. აუქციონზე მხოლოდ სრულად გამართული ლოტი იდება“- ამბობს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტი ნიკა ზირაქაშვილი.
ფიზიკური პირი ერთჯერადი განთავსებისთვის 3 ლარს იხდის, იურიდიული პირი კი 100 ლარს. ელექტრონული აუქციონზე ვაჭრობა ნაღდი ფულით ან საკრედიტო ბარათით არის შესაძლებელი. ნივთის ან ქონების eauction.ge -ზე განთავსებისთვის ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერია საჭირო.
რაც შეეხება პროცედურას , მაგალითისთვის, eauction.ge -ზე სახლის შეძენა შემდეგი პროცედურებითაა შესაძლებელი : თუ ფიზიკური პირი ყიდულობს სახლს, იხდის ღირებულების საგარანტიო თანხას – 10%. თუ აქუციონზე ვაჭრობას წააგებს, თანხა უკან უბრუნდება, მოგების შემთხვევაში კი მხოლოდ ღირებულების დარჩენილ ნაწილს გადაიხდის . იმ შემთხვევაში კი თუ პირი აუქციონს მოიგებს და ქონების შეძენას გადაიფიქრებს, „ბეს“ სახით გადახდილი თანხა უკან აღარ უბრუნდება.
რა არის e-auction.ge?
