in

რეკლამის განმთავსებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა — ინტერვიუ გიგი კურტანიძესთან

Startauperi
Startauperi

Don’t let bad online ads kill your store sales! — სწორედ ამ იდეით შექმნა ციფრულმა მარკეტერმა გიგი კურტანიძემ E-commerce Ads Blueprint-ის პლატფორმა. საერთაშორისო ონლაინ მაღაზიის მფლობელებს კი საშუალება მისცა, წარმატებული ფოტო თუ ვიდეო რეკლამის შაბლონები გამოეყენებინათ. გაშვებიდან ერთ კვირაში E-commerce Ads Blueprint-ის ციფრული პროდუქტები ისეთი ქვეყნებიდან შეიძინეს, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრალია, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია და ემირატები. ამიტომ, ახლა ჩვენ უფრო მეტს მოგიყვებით პლატფორმაზე, რომელზეც, როგორც გიგი ამბობს, ინოვაციურია.

M: რა არის E-commerce Ads Blueprint? 

E-commerce Ads Blueprint-ის დახმარებით საერთაშორისო ონლაინ მაღაზიის მფლობელებს აქვთ საშუალება, გამოიყენონ ინდუსტრიის 300-ზე მეტი მაღალ კონვერტირებადი ფოტო თუ ვიდეო რეკლამის ნიმუშები და შაბლონები, რომლის ინტეგრაციაც, ჩვენი გზამკვლევის საშუალებით, მარტივად შეუძლიათ თავიანთ ციფრულ არხებში. პროდუქტი ფოკუსირებულია წარმატებულ სარეკლამო კამპანიის სტრატეგიებზე, რომლებიც ზრდის კამპანიის ჩართულობას, ROAS-სა და Conversion Rate-ს. გაშვებიდან ერთ კვირაში უკვე 30-ზე მეტმა ონლაინ ბიზნესის მფლობელმა დანერგა E-commerce Ads Blueprint და ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროდუქტზე.

M: როგორ დაიბადა E-commerce Ads Blueprint-ის შექმნის იდეა? 

ციფრულ ეკოსისტემასა და ციფრულ პროდუქტებზე 9-წლიანი მუშაობის შედეგად გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, საიდანაც მარტივი იქნებოდა წარმატებული E-commerce რეკლამების ფრეიმვორკების იმპლემენტაცია ონლაინ ბიზნესის მფლობელებისთვის. E-commerce Ads Blueprint-ში გაერთიანებულია ისეთი ფრეიმვორკები, რომლის დანერგვითაც შევძელი ონლაინ ბიზნესებისთვის 1 000 000$-იანი შემოსავლის გენერირება. პროდუქტი განახლებადია Live რეჟიმში, რაც შეესაბამება უახლეს ტენდენციებსა და ცვლილებებს Meta-ს თუ TikTok პლატფორმებზე. ამ პლატფორმების ალგორითმების, მომხმარებლის ქცევისა და სპეციფიკაციების გაგება გადამწყვეტია წარმატებული ელექტრონული კომერციის რეკლამისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება E-commerce Ads Blueprint-ის დახმარებით გამეზიარებინა.

პლატფორმაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. მსგავსი ტიპის პროდუქტის შექმნის კუთხით, ანუ E-commerce-ის მიმართულებით პიონერები ვართ, რაც პასუხისმგელობას გვაკისრებს, მუდმივად განვავითაროთ არსებული სტარტაპი.

M: როგორც ამბობთ, პლატფორმა ინოვაციურია… რა განაპირობებს ამას?

პლატფორმა ინოვაციურია, რადგან ნებისმიერ ონლაინ ბიზნესის მფლობელს მარტივად შეუძლია მისი იმპლემენტაცია გაყიდვების გაზრდის მიზნით, არ სჭირდება დამატებითი დრო და რესურსი, რადგან ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი გზამკვლევის დახმარებით პირდაპირ შეუძლიათ მარტივად გამოიყენონ მაღალკონვერტირებადი რეკლამის კრეატივების ნიმუშები. სტანდარტულ შემთხვევაში რეკლამის განმთავსებელმა შეიძლება, ძალიან დიდი მონეტარული და დროის რესურსი დახარჯოს Top performing კრეატივების იდენტიფიცირებაში, E-commerce Ads Blueprint-ის დახმარებით კი 9-წლიანი გამოცდილების შედეგად დაგროვილ საუკეთესო რეკლამის მაგალითებს პირდაპირ დანერგავს E-commerce პლატფორმის სტრატეგიაში.

M: ვისთვის შექმენით E-commerce Ads Blueprint?

სამიზნე აუდიტორიის ძირითად ნაწილს ონლაინ ბიზნესის მფლობელები და ციფრული მარკეტერები წარმოადგენენ, რომლებიც E-commerce ინდუსტრიაში მუშაობენ. ან უბრალოდ ნებისმიერი ინდივიდი, რომლის მიზანია Meta-სა და TikTok-ის პლატფორმაზე კონვერსიის გაზრდა და კამპანიების ეფექტურობის გაუმჯობესება. ჩვენი პოტენციური მომხმარებელი შესაძლებელია იყოს ბიზნესები, რომლებიც Meta-ს და TikTok-ის სარეკლამო პლატფორმებზე ხარჯავენ თვეში მინიმუმ 10 000 დოლარს და სურთ, გაზარდონ სარეკლამო ბიუჯეტი პროდუქტის გაყიდვების გასაუმჯობესებლად.

M: გიგი, რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ციფრული პროდუქტის განვითარების Product Vision და Roadmap უკვე გვაქვს, გვინდა, რომ მომხმარებელს ინდივიდუალური დეშბორდი ჰქონდეს, სადაც შეძლებს ყველა მისთვის რელევანტური რეკლამის შენახვასა და რედაქტირებას. ამასთანავე, წამყვანი პლატფორმების Ads Library-სთან გვსურს, გავაკეთოთ ინტეგრაცია, რათა მომხმარებელმა შეძლოს გაერთიანებულ დეშბორდზე შეინახოს კონკურენტი ბრენდის რეკლამები და ის კრეატივები, რომლებიც სჭირდება კამპანიის დაგეგმვის პროცესში. მსგავსი ტიპის პროდუქტი ამ ეტაპზე არ არსებობს, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ძალიან გამოადგებათ.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ჰაბლის ტელესკოპმა გალაქტიკების დამაკავშირებელი „ხიდი“ დააფიქსირა

Nike 1982 წელს გამოშვებულ ფეხსაცმლის მოდელს აბრუნებს