1
მაი
2018

ელექტრონული კომერციის თემაზე „ტექნოპარკში“ ლექცია ჩატარდება

1 მაი 2018

3 მაისს, 18:00 საათზე „ტექნოპარკში“ ელექტრონული კომერციის (E-commerce) თემაზე ლექცია ჩატარდება. შეხვედრის ფარგლებში, კომპანია „უნიფეის“ დამფუძნებელი კობა ქურდაძე ისაუბრებს ვებგვერდზე გადახდების ინტეგრაციის პროცესებზე, განიხილავს სხვადასხვა „ონლაინ“ პლატფორმას და ამ პლატფორმებზე გადახდების ინტეგრაციის ეტაპებს. ასევე, ევროპაში პროდუქცის რეალიზებით დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას SEPA-ს შესახებ.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

ლექცია „ტექნოპარკის“ ბენეფიციარი სტარტაპერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის იმართება. მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეული სტუმრებიც. გერმანული ტექნიკის კომპანია „კერხერის“ საქართველოს ოფისის „ონლაინ“ გაყიდვების და სფეროს სპეციალისტი თამარ ჯავახიშვილი, ქართული ტანსაცმლის ბრენდის, „კრავაის“ დამფუძნებელი ქეთო ცაავა და სტიკერების კომპანია „აისქრიმის“ დამფუძნებელი ბექა ზაქაიძე ისაუბრებენ: როგორ შეარჩიეს პლატფორმა, რა ეტაპები გაიარეს „ონლაინ“ გადახდების ინტეგრაციისთვის და როგორია მათი გამოცდილება საქართველოს ბაზარზე „ონლაინ“ ვაჭრობის მიმართულებით.

 

„ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი ბიზნესის ინტერესებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციისთვის შეარჩიონ „ონლაინ“ პლატფორმა, მარტივად დაამატონ გადახდები საკუთარ ვებგვერდზე და მომზადებულები შეხვდნენ ქართული ბაზრის სპეციფიკას. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია” – ამბობს კობა ქურდაძე.

[R]

განხილვა