პანდემია რაც უფრო დიდხანს გრძელდება, მით უფრო ნათლად ვხედავთ ბიზნესში ელექტრონული კომერციის როლის ზრდას. ინდუსტრიის ეს ტიპი ბრენდებს ეხმარება, COVID-19-ის დროს, არათუ გადარჩნენ, არამედ საქმიანობა წარმატებულად განაგრძონ.
სარდჰა სიტურმენი, ელექტრონული კომერციის ბიზნესის დირექტორი, Omnicom-ის პრაქტიკოსი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობაა, მყიდველის ქცევა, რომელიც ამ პერიოდში განვითარდა, შენარჩუნდეს მას შემდეგაც, რაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
სარდჰა სიტურმენი მოსაზრებას Criteo-ს მიერ ჩატარებული კვლევით ამყარებს, რომლის ფარგლებშიც, ვარაუდობენ, რომ მყიდველების 52% კვლავ ონლაინ გააგრძელებს პროდუქტების შეძენას.
ასე რომ, თუ უნდათ, გადარჩნენ და წარმატებას მიაღწიონ, ბრენდებს სჭირდებათ, რომ ახალი გზები იპოვონ, მაგალითად, ოპერირება ციფრული კომერციის საშუალებით განაგრძონ, – ამბობს სიტურმენი.
გამოსავალი ასე გამოიყურება: ეს შესაძლოა, იყოს ელექტრონული კომერციის სწორი სტრატეგიის განვითარება და მომხმარებელთან კომუნიკაციის ცვლილება ონლაინ შეკვეთების წასახალისებლად. იმისთვის, რომ აუდიტორიის ტრანფორმირებული საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას.
დიდ ბრიტანთში, მაგალითად, საწყის ეტაპზე შეიძლება ონლაინ პალტფორმების გამოყენება, როგორიცაა: Amazon, Zalando; რაც შეეხება Deliveroo-ს, ბიზნესს საშუალებას აძლევს, რომ გაყიდვები სწრაფად და მასშტაბურად განაგრძოს.
სიტურმენი იმასაც ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში მრავალი ონლაინ პარტნიორია ხელმისაწვდომი, რომელიც სუპემარკეტებთან მიტანის სერვისით თანამშრომლობს. რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, სიტურმენი ამბობს, რომ მისი ფუნქციონირებისთვის ონლაინ შეკვეთებზე გადასვლა, სიტუაციასთან ადაპტირებისთვის საკვანძო იქნება.
სიტურმენის განმარტებით, იმ ბიზნესს, რომელსაც გასაყიდად ფიზიკური პროდუქტი არ აქვს, შეუძლია, ბიზნესის ზრდა კრედიტის, დეპოზიტისა და ვაუჩერის გაყიდვების გზით განაგრძოს. ლონდონის რესტორნების ჯგუფმა დაიწყო ვაუჩერების გაყიდვა, სახელით „საომარი კავშირი“ იმისთვის, რომ კორონავირუსის შემდეგ, ბიზნესმა ფუნქციონირება შეძლოს. ასევე, საერთაშორისო „ჰაინეკენმა“ წამოიწყო ინიციატივა ბარების გადასარჩენად, „გადაიხადე ახლა, ისიამოვნე მოგვიანებით“.
ბრენდებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ ონლაინ სავაჭრო ქცევები კიდევ უფრო განვითარდება და როგორც სიტურმენი მათ ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად სჯობს, დაიწყონ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი და დროულად გამოიყენონ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები.
წყარო: warc











