in

ელექტრონული სავაჭრო მოედნები

აბსოლუტურად ცნობილი ფაქტია, რომ ბიზნესი ნელ–ნელა გადადის ინტერნეტ–სივრცეში. სპეციალურად ინტერნეტისთვის ფორმირდება ინტერნეტ–მთავრობა, სამართალი და ეკონომიკა.  მასში ჩართულია ელექტრონული ბიზნესიც, რომელიც ელექტრონული კომერციით მოქმედებს.. და რა არის ეს ელექტრონული კომერცია?

trade-finance-online-training-image_source

– პირველი, ინტერნეტ–მომსახურების პროვაიდერების კომერციული საქმიანობა;

– მეორე, ქსელის კომერციული მიზნებით გამოყენების ყველა შესაძლო წესის ერთიანობა.

დღეს მსოფლიოში, მსხვილმა კომპანიებმა, ინფორმაციულ გარემოში ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები დაიკავეს, როგორიცაა მაიკროსოფტის პროდუქტი ვინდოუსი. მისი ალტერნატიული პროდუქტი ხომ ლინუქსია, მაგრამ მომხმარებელი მაინც არ გადადის სხვა სახის შემოთავაზებაზე, ის მიჩვეულია. ამ ეფექტს “მიტაცების ეფექტს” უწოდებენ.

ელექტრონულ კომერციებმა შექმნეს ბაზრის ახალი ტიპი – ელექტრონული სავაჭრო მოედანი, სადაც ხდება სხვადასხვა საწარმოების გაერთიანება და მყიდველებისა და გამყიდველების მომსახურება. მოედნების შემქნელებმა შეიძლება რეკლამაზე, ტრანზაქციების საკომისიობზე, სააბონენტო გადასახადებზე იშოვონ ფული. ელექტრონულ სავაჭრო მოედანს კი ის ქმნის, რომლისთვისაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი უფრო მაღალია.

აქედან გამომდიანრე, ყალიბდება გამყიდველის მოედანი, მყიდველის მოედანი და დამოუკიდებელი მოედნები, სადაც დომინირებული არ არის მყიდველ/ გამყიდველი.

ხშირად , ასეთ მოედნებს მესამე პირი ქმნის, რომლის სახელწოდებაცაა ელექტრონული სავაჭრო ბაზრები, რადგან სწორედ ისინია წმინდა სახის ელექტრონული ბაზრები. მყიდველის ან გამყიდველის მოედანი კი ელექტრონული დისტრიბუციის განხორციელების ერთგვარი წესია.

ელექტრონული სავაჭრო მოედნებია:

  • ონლაინ კატალოგები;
  • აუქციონები და ბირჟები;
  • გაერთიანებები.

თუმცა, ასევე არსებობს ელექტრონული სავაჭრო რიგები – ინტერნეტ–მაღაზიების ერთიანობა, სადაც ნებისმიერ კომპანიას მზა ინტერნეტ–მაღაზიის დაქირავება შეუძლია. სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ფაქტი  არ დაფიქსირებულა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კულტურა ჯერ–ჯერობით არ დამკვიდრებულა.

დღეს საქართველოში შემდეგი ელექტრონული სავაჭრო მოედნები შეინიშნება:  ელექტრონული შესყიდვების სააგენტოს მიერ შექმნილი off/on ლაინური ელექტრონული სისტემა, სადაც ხორციელდება მყიდველ/გამყიდველების მოლაპარაკებები მრგვალი მაგიდის გარეშე.

იძებნება

შენ იძებნები! სიგიჟე Nivea-საგან!

ნოკიალოგო

ნოკიას პირველი სარეკლამო რგოლი