in

დიდი ფასდაკლებების სეზონი E-Motors Georgia-ში: შეიძინეთ საოცნებო ავტომობილი საუკეთესო ფასად

E-Motors Georgia სასიამოვნო სიახლეს გთავაზობთ – სეზონური ფასდაკლებები დაიწყო, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა, თქვენთვის სასურველი ავტომობილი საუკეთესო ფასად შეიძინოთ. შეთავაზება მაისის ბოლომდე გაგრძელდება, ასე რომ, იჩქარეთ, ეწვიეთ კომპანიის შოურუმს და აღმოაჩინეთ თანამედროვე, კომფორტული და მაღალტექნოლოგიური მოდელები განსაკუთრებულ ფასად.

Jetour-ის ბრენდის პოპულარულ SUV მოდელებს, რომლებიც დინამიკური დიზაინითა და ეკონომიურობით გამოირჩევა, მომგებიან ფასად შეიძენთ. კერძოდ, Jetour X70 Plus-ის თავდაპირველი ღირებულება 25,500$ იყო, Jetour X90 Plus-ის — 26,500$, ხოლო Jetour Dashing-ის — 25,000$. შეთავაზების ფარგლებში კი სამივე ეს გამორჩეული მოდელი ერთიან, შთამბეჭდავ ფასად, 22,500$-ად არის ხელმისაწვდომი.

შოურუმში მისულ იმ მომხმარებლებს, რომლებიც უფრო ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილს ეძებენ, Forthing-ის ჰიბრიდულ მოდელებზე დახვდებათ ფასდაკლება. მაგალითად, მაისის ბოლომდე T5 HEV 29 000$-ის ნაცვლად 25 000$ ეღირება. დიდ ოჯახზე მორგებული U-Tour HEV-ის შეძენას, რომლის სტანდარტული ფასიც 32 000$ იყო, ახლა 25 000$ შეძლებთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრემიუმკლასის კომფორტია, Hongqi-ის მოდელები მოლოდინს ნამდვილად გაგიმართლებთ. ეს შენაძენი განსაკუთრებით მომგებიანი სწორედ ამ სეზონზე იქნება, რადგან Hongqi-ის მოდელი H5, შეთავაზებით, 28 000$-ის ნაცვლად 25 000$ ღირს, HS7 კი, რომლის ფასი მანამდე 49 900$ იყო, ახლა 35 000$ არის ხელმისაწვდომი.

შთამბეჭდავი ფასდაკლება ვრცელდება სრულად ელექტრო მოდელებზეც. მაგალითად, EHS9-ის 99 kW-იანი ვერსია 83,500$-ის ნაცვლად 69 000$ ღირს, 84 kW-იანი მოდელის შეძენა კი 57 900$-ის ნაცვლად 47 000$ არის შესაძლებელი. ამასთან, კომპაქტური და ეფექტური ელექტრომობილი EQM5, რომლის ფასდაკლებული ღირებულება 19 500$-ის ნაცვლად 17 500$-ს შეადგენს, დამატებით საჩუქარსაც მოიცავს – მის მფლობელს 7 kW სიმძლავრის DC დამტენი გადაეცემა.

E-Motors Georgia-ს სეზონური შეთავაზებების ფარგლებში, ყურადღებას იმსახურებს Bestune NAT მოდელი, რომელიც ეკონომიურობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. მისი შეძენა ახლა 19,500$-ის ნაცვლად 15,500$ არის შესაძლებელი.

Dayun-ის ბრენდის მოყვარულთათვისაც გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია: Dayun Yuanzhi M1 სეზონური ფასდაკლებით, 28,000$-ის ნაცვლად, 25,000$- არის ხელმისაწვდომი.

პრემიუმკლასის ელექტრომობილების სეგმენტში გამორჩეული შეთავაზებაა IM LS7 Luxe მოდელზე. მისი ფასი 45,000$-დან 43,000$-მდეა შემცირებული, რაც უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, გახდეთ ამ მაღალტექნოლოგიური ავტომობილის მფლობელი.

ხოლო თუ კომპაქტურ, ინოვაციურ და, ამავდროულად, ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს ეძებთ, AIQAR-ის მოდელები თქვენთვისაა —  AIQAR eQ1 Pro 15,000$-ის ნაცვლად 11,000$ ღირს, ხოლო AIQAR eQ7 ახლა 35,000$-ის ნაცვლად 27,000$ არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოდელზე ვრცელდება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია, რომლის პირობებიც მოდელის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. საგარანტიო პერიოდი მოიცავს მინიმუმ 3 წელს ან 150,000 კილომეტრს, ხოლო მაქსიმალური პირობები შერჩეული მოდელებისთვის 6 წელს, ან 190,000 კილომეტრამდეც კი ვრცელდება. ეს თქვენს გადაწყვეტილებას დამატებით სიმშვიდესა და საიმედოობას შესძენს.

ნუღარ გადადებთ ავტომობილის განახლებას. E-Motors Georgia-ს სეზონური ფასდაკლება იდეალური დროა, შეარჩიოთ მოდელი, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს საუკეთესოდ მოერგება – იქნება ეს SUV ქალაქისთვის, ეკონომიური ჰიბრიდი თუ პრემიუმკლასის სედანი.

ავტომობილების პირადად სანახავად, მათი უპირატესობების შესაფასებლად და თქვენთვის საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად, ეწვიეთ E-Motors Georgia-ს შოურუმს თბილისში, ბელიაშვილის N49, ან ვებგვერდს, მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია და შეიძინეთ თანამედროვე ავტომობილი საუკეთესო ფასად.

[პარტნიორის კონტენტი]

რას ხედავს WhatsApp, როცა აპლიკაციით შეტყობინებებს გზავნით?

„მდგრადობა იწყება აქ“ — Bio-Roma პლასტმასის შეფუთვას წარსულში ტოვებს