E-Motors Georgia-ს შოურუმი გთავაზობთ წამყვანი ჩინური ავტომწარმოებლის IM Motors-ის პრემიუმ სტანდარტების მოდელების არჩევანს!
IM Motors-ის ბრენდი 2020 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი მიზანი ელექტრომობილების ინოვაციებით სავსე სამყაროში ახალი, სრულყოფილთან კიდევ უფრო მიახლოებული სტანდარტების დანერგვა იყო. ამაზე მეტყველებს ბრენდის სლოგანიც – ‘Intelligence In Motion’.
SAIC, Zhangjiang Hi-Tech-ისა და Alibaba-ს გუნდის საერთო ძალისხმევით IM Motors-მა მეტეორული სისწრაფით დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ჩინური ავტომობილების ბაზარზე, მალევე კი მსოფლიო მასშტაბით გახდა პოპულარული.
კომპანიის წარმატებაში საგრძნობლად დიდი წვლილი შეიტანა F1-ის განუმეორებელმა გუნდმა Williams-მა, რომელმაც ავტომობილების დაკიდების სისტემაზე თავდაუზოგავად იშრომა, რათა კომფორტისა და სპორტულობის ჰარმონიული ნაზავი შეექმნა.
IM Motors-ის მოდელები აღჭურვილია Bosch-ის ორძრავიანი სისტემით. მგზავრობისას მათი ორმაგი შუშების დახმარებით, მგზავრი სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან, დახვეწილი დიზაინის სალონის კი უქმნის მოძრაობისას მაქსიმალურ კომფორტს. აღჭურვილია Catl-ის ელემენტებით რაც უზრუნველყოფს გარე ტემპერატურის გავლენის და ზრდის ავტომობილის მოძრაობის განმავლობას.
L7 დახვეწილი, გემოვნებიანი დიზაინი მომხმარებლების ფავორიტია. თუმცა მთავარი რითაც ავტომობილი გამოცდილ მძღოლებს იზიდავს არა უმაღლესი კლასისა და კომფორტის კარკასი თუ ინტერიერი, არამედ შთამბეჭდავი შესაძლებლობებია.
ავტომობილს 3.87 წამში შეუძლია 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება ამტკიცებს, რაც საგრძნობლად უსწრებს სტანდარტულ დროს – ამაში მას 175+250 კვ-ტ (578 ცხ.ძ) სიმძლავრის ძრავები ეხმარება. L7-ის აეროდინამიკური დიზაინის და Continental-ის დაკიდების სისტემა ქმნის შეგრძნებას, თითქოს ადამიანი მომავალში მოგზაურობას. ამასთან ის მეტად პრაქტიკულია მგზავრობისას: 80 კვტ-იანი დამტენით 30%-დან 80%-მდე იმუხტება 25 წუთში და ერთი დამუხტვით ფარავს 625 კმ.
LS7 მოდელი კომფორტის, მანევრირებისა და სპორტულობის იდეალური შერწყმაა. IM Motors-ის ეს ავტომობილი ნათელი მაჩვენებელია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სფეროში სტანდარტების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისკენ.
LS7 აღჭურვილია 100 კვტ-იანი ელემენტით და AWD სისტემით. ერთი დამუხტვით გადის 625 კმ-მსწ (E-Motors Georgia ამ მოდელის სამნაირ კომპლექტაციას გთავაზობთ). 30%-დან 80%-მდე იმუხტება 25 წუთში. ინტერიერი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნაპა ტყავისგან და აქვს მინის პანორამული საქარე მინები, რომელიც არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს.
L7-სთან შედარებით LS7-ს ცოტა მეტი დრო სჭირდება ასაჩქარებლად: 0-დან 100 კმ/სთ-მდე სწრაფდება 4.5 წამში. თუმცა ამ ორ მოდელს საერთო აქვთ ძრავის სიმძლავრე და ელემენტის დამუხტვის დრო.
E-Motors Georgia-ს კატალოგში მომხმარებელს შეუძლია იხილოს IM Motors-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოდელიც: LS6. LS6-ის წარდგენიდან მალევე IM Motors-მა 25 000+ წინასწარი შეკვეთა მიიღო.
LS6 უმაღლესი სტანდარტის კომპლექტაცია აქვს: აღჭურვილია 100 კვტ-იანი ელემენტით, არის AWD, ერთი დამუხტვით ფარავს 702 კმ-ს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 3.48 წამში. თუმცა კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საშუალო კომპლექტაციის მოდელსაც, რომელიც 90 კვტ-იანი ელემენტით არის აღჭურვილი.
ძალიან მალე მომხმარებელი E-Motors Georgia-ს შოურუმში იხილავს IM Motors-ის უახლეს მოდელსაც: L6.
L6-სთან ერთად IM Motors კიდევ ერთხელ უფრო მაღლა აწევს უკვე არსებულ მაღალ სტანდარტებს: ეს მოდელი 0-დან 100 კმ-მდე სულ რაღაც 2.7 წამში ჩქარდება, აქვს პნევმატიკური დაკიდების სისტემა და L7-ის მსგავსად, აღჭურვილია Continental-ის სამუხრუჭე სისტემით.
E-Motors Georgia წარმოგიდგენთ L6-ის 2 ტიპის კომპლექტაციით. ორივე შემთხვევაში ავტომობილი მუშაობს 100 კვტ-იან ელემენტებზე, თუმცა განსხვავდება ძრავები, წამყვანი თვლები და მანძილის დაფარვა: RWD ერთი დამუხტვით გადის 850 კმ-ს და აქვს 300 კვტ-იანი ძრავა, ხოლო AWD – გადის 780 კმ-ს და აქვს 200+379 კვტ-იანი ძრავები.
ნიშანდობლივია, რომ ავტომობილის უკანა საბურავებიც უხვევს და შეუძლია “კიბორჩხალასებრი” გადაადგილება, რაც მას დიაგონალზე სიარულის საშუალებას აძლევს. უახლესი L6 ელემენტი SSB (solid-state-battery) ტიპისაა. ეს ელემენტი საშუალებას აძლევს ავტომობილს დაფაროს ბევრად მეტი მანძილი, უფრო უსაფრთხოა და აქვს სწრაფი დატენის ციკლების უფრო დიდი რესურსი, ვიდრე ლითიუმის ბატარეას.
რატომ უნდა შეიძინოთ IM Motors-ის ელექტრომობილები E-Motors Georgia-ში?
E-Motors Georgia IM Motors-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ უახლესი მოდელები წამყვანი ჩინური ავტომობილების ბრენდისგან და ისარგებლოთ 8 წლიანი ან 250 000 კილომეტრიანი ქარხნული გარანტიით ავტომობილებზე. თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკაზე გამოცადოთ IM Motors-ის ელექტრომობილების ფანტასტიკური სამყარო – ეწვიეთ E-Motors Georgia-ს შოურუმს, ბელიაშვილის #49-ში და დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი.
[R]