E-Motors Georgia ჩინური ავტომწარმოებელი ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია, რომელიც თავის სივრცეში შემდეგი ბრენდების ავტომობილებს აერთიანებს: Jetour, IM Motors, Forthing, AIQAR და Dayun. ახლა კი მომხმარებელს საშუალება ეძლება Hongqi-ს შეუდარებელი ელექტრომობილებიც იხილოს E-Motors Georgia-ს შოურუმში და, რაც მთავარია, გამოსცადოს მისი შესაძლებლობები. Hongqi უდიდესი ჩინური კომპანიის, FAW-ის ქვებრენდია. იგი პირველი ბრენდია, რომელმაც 1958 წელს ჩინეთში სამგზავრო ავტომობილების წარმოება დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს.
Hongqi ავტომობილების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გვთავაზობს სედანის, SUV და მინი ვენის ტიპის ავტომობილებს, როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავით, თუმცა სრულად ელექტრიფიცირებისკენ მიისწრაფვის. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ Hongqi-ს ავტომობილების დიზაინზე ზრუნავდა გუნდი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ღირსეულად დაიცვა Rolls Royce-ს სახელი.
თანამედროვე ელექტრომობილები თავს მომავლის სამყაროში გაგრძნობინებს. Hongqi მისი განსაკუთრებული სტილითა და დაუჯერებელი შესაძლებლობებით ყველასგან გამოირჩევა. ამ ეტაპზე მომხმარებელს შემდეგი მოდელების შეძენა შეუძლია: E-HS9 და E-QM5. E-Motors-ში შეძენილ Hongqi-ს ნებისმიერ ავტომობილზე ისარგებლებთ 8 წლიანი ან 160 000 კილომეტრიანი ქარხნული გარანტიით.
E-HS9 Hongqi-ის წარმომადგენლობითი პრემიუმ კლასის 6 ადგილიანი SUV მოდელია, რომელიც გამოირჩევა ვიზუალითა და კომფორტით. მისი ავტომატური პარკირების უნიკალური ფუნქცია, წინა 4 სავარძლის გათბობა-გაგრილება და წინა 2 სავარძლის მასაჟორის ფუნქცია ყოველ მგზავრობას უფრო სასიამოვნოს და მარტივს ხდის. იგი ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელია, შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა დამტენ სადგურზე მის დამუხტვას გადამყვანის გარეშე შეძლებთ.
E-Motors Georgia-ში E-HS9-ის სხვადასხვა კომპლექტაციაა წარმოდგენილი: 84კვტ-იანი, რომელიც ერთი დამუხტვით ფარავს 320 კმ-ს, 99 კვტ-იანი გაგატარებთ 450 კმ-ს, ხოლო 120 კვტ-იანი 515 კმ-ზე მეტს. ყველაზე დაბალი კომპლექტაციის ფასი შეადგენს $62 000, საშუალო კომპლექტაციის – $90 300, ხოლო უმაღლესის – $103 900 ექვივალენტი ლარში.
E-QM5 სედანის ტიპის 5 ადგილიანი ბიუჯეტური ელექტრომობილია, რომელსაც ერთი დამუხტვით 431 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ინტერიერის გაბარიტებიდან გამომდინარე, იდეალურია კორპორატიული გამოყენებისთვის. ელექტრომობილს აქვს ავტომატური დამუხრუჭების სენსორი (AEBS), რომელიც უსაფრთხოების განცდას უქმნის როგორც მძღოლს, ასევე მგზავრებს. ავტომობილის სალონში გვხვდება 10 ინჩიანი ეკრანი და მულტიფუნქციური საჭე, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქვს 55 კვტ-იანი ელემენტი და ძრავის სიმძლავრე – 180 ცხძ. Hongqi E-QM5-ის ღირებულება შეადგენს $24 500 ექვივალენტი ლარში.
გახდი ინოვაციის ნაწილი!
E-Motors Georgia-ს შოურუმი მდებარეობს თბილისში, ა. ბელიაშვილის #49.
[R]