19
Aug
2019

ელექტრო სკუტერი, რომელიც დასატენ სადგურზე თავისით დადის

19 Aug 2019

veon
veon


ჩინურმა კომპანიამ Segway-Ninebot სულ ახლახან პეკინში გამართულ ღონისძიებაზე ახალი სკუტერი KickScooter T60 წარადგინა. ელექტრონულ სკუტერებს, როგორც წესი ყოველ საღამოს სჭირდებათ დატენვა. კომპანიამ გადაწყვიტა, ეს პრობლემა გადაეჭრა და შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის წყალობით შეუძლია, ადამიანის გარეშე მივიდეს დასატენ სადგურთან და ენერგიით შეივსოს. სკუტერს სამი ბორბალი აქვს – ორი წინ და ერთი უკან.

როგორც ცნობილია, ამ პროდუქტის გამოშვება მომდევნო წლამდე არ იგეგმებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ Uber-მა და Lyft-მა, რომლებიც სკუტერებსა და მოტოციკლებს აქტიურად იყენებენ, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს მის მიმართ, გადაწყდა, რომ სკუტერი უკვე შექმნილიყო. თუმცა, როგორც Lyft-მა განაცხადა, მასთან დაკავშირებით, ჯერ რაიმე ფორმის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. Uber-ის მომხსენებელს კი კომენტარი არ გაუკეთებია.

Segway-Ninebot ჩინური კომპანიაა, რომელიც ელექტრო სკუტერებს აწარმოებს. კომპანია 2015 წელს ჩინური ელექტრო მწარმოებელი კომპანიის Ninebot-ისა და ამერიკული სატრანსპორტო კომპანიის Segway-ს გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ისინი აქტიურად აწვდიან თავიანთ პროდუქტს იმ კომპანიებს, რომლებიც მიწოდების სერვისზე მუშაობენ, მაგალითად როგორებიც არიან: Bird და Lime.

განხილვა