in

კომპანია E-Space ელექტრომანქანის დამტენი სადგურების განათავსებას აგრძელებს

სულხან გვალია
სულხან გვალია

კომპანია E-Space რამდენიმე თვის წინ დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციაა.  ამისთვის კომპანიამ აქტიურად დაიწყო ელექტრო ავტომობილებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა და თბილისის მასშტაბით უკვე 3 უფასო დამტენი სადგური განათავსა. ამ ეტაპისთვის, დამტენები დამონტაჭებულია კუს ტბის ასახვევთან, ვარდების რევოლუციის მოედანსა და მეტეხის აღმართზე. კომპანია E-space -ის აღმასრულებელი დირექტორის, სულხან გვალიას თქმით, დამტენების რაოდენობა შემდეგი წლისთვის 100-მდე გაიზრდება და ელექტრო ატომობილებით საქალაქთაშორისო გადაადგილებასაც შესაძლებელს გახდის. ამ წამოწყების შესახებ უფრო დეტალურად ინტერვიუდან შეიტყობთ.

BOG
BOG

unnamed (1)

M: რა არის კომპანია E-Space-ის მთავარი მიზანი?

ჩვენ მიზნად დავისახეთ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში ელექტრო ავტომობილების, მოტოციკლეტებისა და სკუტერების რაოდენობა გაიზარდოს. დიდი ხანია თვალს ვადევნებ ელექტრო ავტომობილების ტექნოლოგიისა და ბაზრის განვითარებას მსოფლიოში. თუმცა, თავდაპირველად არ მიფიქრია, რომ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი. დრომ მოიტანა და გადავწყვიტე, საქართველოში ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაცია და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა ჩემ საქმედ გამეხადა.

M: რა ეტაპზე ხართ ამჟამად და რა განვითარების გეგმა გაქვთ?

ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით უკვე განვათავსეთ 3 დამტენი სადგური. ჩვენი სადგურები უფასოდ  ემსახურება ელექტრო ავტომობილების მფლობელებს და გეგმაში გვაქვს, რომ ეს სერვისი მოსახლეობისთვის უფასო დარჩეს მინიმუმ შემდეგი წლის ბოლომდე. ამასთანავე, ვაპირებთ, 2017 წლის განმავლობაში დამტენების რიცხვი საქართველოს მასშტაბით 100-მდე გავზარდოთ. გეგმაში გვაქვს ავტობანზე განვათავსოთ სწრაფი დამტენები, რომლებიც 30-40 წუთში მთლიანად დატენიან მანქანის ბატარეას. ეს კი,  საშუალებას მისცემს ელექტრო ავტომობილების მფლობელებს, ქალაქებს შორის გადაადგილდნენ.

unnamed

 

M: როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მსგავსი სერვისის არსებობის აუცილებლობა?

ჩვენი აზრით, ელექტრო ავტომობილები არის ის მომავალი, საითაც სამყარო  მიიწევს. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრო ავტომობილების პოპულარობისთვის აუცილებელი პირობა ინფრასტრუქტურის არსებობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა სწორედ ელექტრო ავტომობილების ინფრასტრუქტურის შექმნით დავიწყეთ. რა თქმა უნდა, რადიკალურად მდგომარეობა არც ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში არ შეიცვლება. ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრო ავტომობილები თანდათან მოიპოვებენ პოპულარობას და 3-5 წელიწადში მნიშვნელოვნად შეცვლილ სურათს მივიღებთ ბაზრის ამ სექტორში.

M: რა ხერხებით უწყობთ ხელს საქართველოში ელექტრომანქანების რაოდენობის ზრდას?

სწორედ დამტენების დამონტაჟებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას. ჩვენი აზრით, დამტენი სადგურების ქსელის გაკეთება და ერთი წლით უფასო სარგებლობა ამ ეტაპისათვის საკმარისი მოტივაციაა იმისათვის, რომ მოსახლეობამ  ელექტრო ავტომობილებზე გადასვლა დაიწყოს.

unnamed (2)

M: როგორი მოლოდინები გაქვთ ელექტრომანქანების პოპულარიზაციის მხრივ?

ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრომანქანები მომავლის ტექნოლოგიაა, საქართველო კი, საკმაოდ პროგრესული ქვეყანაა. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მხარდაჭერაც დიდი გვაქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდანაც, მათ შორის, დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენი გენერალური სპონსორი,  კომპანია M2. ვფიქრობთ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩვენი საქმიანობა საგრძნობლად განვითარდება და ჩვენი კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

unnamed (3)unnamed

“რომეო და ჯულიეტა” Apple-ის სტილში – ბავშვების მიერ შესრულებული ცნობილი პიესა

Victoria’s Secret–ის ანგელოზები ოპერა გარნიეს სცენაზე და ბრენდის ტრადიციული საახალწლო ვიდეორგოლი