„ტექნოლოგიას ნებისმიერი ბიზნესის რევოლუციონირება შეუძლია” – ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა, რაც Betsson group-ის მიერ Spotlight Tech 2023-ის პანელურ დისკუსიაზე გაჟღერდა. დისკუსიის მოდერატორი ნატალია ფირცხალავა გახლდათ, ხოლო სპიკერები: ვასილ გრიგალაშვილი – E team-ის CTO და ფრედერიკ ოგრენი – Betsson Group-ის CTO.
სპიკერებმა გაიხსენეს თავიანთი პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში, გავლენები, რომლებმაც მათზე შთაბეჭდილება მოახდინეს, ისაუბრეს თემებზე, როგორებიცაა ციფრული იდენტურობა და ტექნოლოგიების მეშვეობით მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნა.
ფრედერიკ ოგრენი:
„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს ყოველთვის კარგი გამოცდილება ჰქონდეს ჩვენს ციფრულ პროდუქტებთან შეხებისას. ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ, გვყავს ჩეტბოტი და მუდმივად ვცდილობთ, რაც შეიძლება ახლოს მომხმარებელთან. იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ საჭირო ხდება გარკვეული საკითხების ლოკალიზება, ჩვენი Key ტექნოლოგია არის ის, რომ დავრწმუნდეთ, გვაქვს თუ არა გლობალური დაფარვა”.
ვასილ გრიგალაშვილი:
„ლოკალურად ყოველდღე ბევრი გამოწვევაა. ონლაინ თამაშების სერვისი, ზოგადად, ძალიან სპეციფიკური სფეროა. გარდა რთული ტექნოლოგიური გამართულობისა, უნდა ვიცოდეთ რეგულაციები, წესები და ა.შ. ასევე ჩვენი გამოწვევაცაა მომხმარებელზე მორგებული საუკეთესო გამოცდილების შექმნა, გლობალურ გუნდებთან თანამშრომლობა. ამაში ჩვენი გამოცდილებაა სხვადასხვა პლატფორმასთან ინტეგრირება. მომხმარებლის უკეთესი გამოცდილებისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის და სხვა – ვიღებთ სხვადასხვა პლატფორმას და მათ უპირატესობებს ვიყენებთ. ეს ერთგვარად გვეხმარება გლობალური სტრატეგიების ლოკალურთან ინტეგრაციაში”.
სპიკერების გამოსვლა საინტერესო იმითაც იყო, რომ მათ ისაუბრეს DevOps-ის, Agile მეთოდოლოგიისა და Igaming ინდუსტრიის შესახებ. სწორედ ამ ნაწილში ახსენა ფრედერიკმა ის ფრაზა, რომლითაც სტატია დავიწყეთ და სათაურშიც გამოვიტანეთ. სპიკერებმა პანდემიის პერიოდიც გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ტექნოლოგიის როლი, რადგან პანდემიის დროს ყველაზე უწყვეტად სწორედ ის კომპანიები მუშაობდნენ, რომლებიც ციფრულ სერვისებს ქმნიან.
„ახალი ტექნოლოგიების მთავარი საფუძველი ის არის, რომ მან ყველაფერი გახადა შესაძლებელი!”, – გვითხრა ბოლოს ფრედერიკ ოგრენმა.