in

საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება, რომელსაც ქართული კომპანია E60 Shipping Line განახორციელებს

სიახლე გადაზიდვების სფეროში: რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, 27 ივნისიდან საბორნე მიმოსვლა დაიწყება. კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს. ეს საქართველოსა და ევროპის დაკავშირების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. აღნიშნული ბორანი არის სატვირთო-სამგზავრო ტიპის და მას, სატვირთო ავტომობილების და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს.

190 -მეტრიანი ბორანი, სახელწოდებით „Vilnius“,  რომელიც  ქართულმა  კომპანია  E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის — E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს მოემსახურება, რითაც ეს მარშრუტი ბოლომდე შეიკვრება. ეს კი მისი არსებობის განმავლობაში აქამდე არასდროს მომხდარა.

გარდა ამისა, აღნიშნულ მარშრუტზე ბორნის ოპერირება გაცილებით გაამარტივებს საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში მგზავრებს და მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, კომფორტულ კაიუტებში მოთავსდნენ და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ბორნით გადაზიდული ტვირთი ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, როგორც ეს ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.

ფოთი-კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად — მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის თუ რეგიონისთვის. ამასთანავე, მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.

„ჩვენ მიერ ოპერირებული რეგულარული საბორნე  მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისათვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის. ამ მარშრუტის შექმნით და კავშირის დამყარებით, ხელს ვუწყობთ ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონსა და ევროპას შორის. ასევე, ვდგამთ უაღრესად მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად“, ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი შალვა წაქაძე.

E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები — Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

E60 Shipping Line-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

[R]

„გასტრომანია” – ახალი ქართულ-ევროპული რესტორანი Glarros OldTown – ისგან!

როგორ გაუყო საკუთარი ბინა შეფ-მზარეულმა კობამ უკრაინელ დევნილებს