in

EA Games-მა Fifa 2022-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

Sporti
Sporti

ერთ-ერთი პოპულარული და ყველაზე რეიტინგული სპორტული სიმულატორი გულშემატკივრებს მალე გაახარებს – EA Games-ის ინფორმაციით, თამაში 24 სექტემბერს გამოვა. პროგრამისტები და დეველოპერები ბოლო ხარვეზების და ბაგების გასწორებაზე მუშაობენ, თუ პროცესი დათქმულ დროში არ დასრულდა, შესაძლოა, გამოსვლის თარიღმა 1 ოქტომბრამდე გადაინაცვლოს.

„თამაშში უამრავი სიახლეა. მათ შორის პირველი მდედრობითი სქესის კომენტატორი, დიახ, 2022 წლის ვერსიაში, შეგეძლებათ, სასურველი სქესის კომენტატორი შეარჩიოთ. შეგიძლიათ, აირჩიოთ როგორც ორი მამრობითი სქესის კომენტატორის, ისე მდედრობითი და მამრობითი სქესის კომენტატორების წყვილი“. 

თამაშში ახალი ტურნირები და ჩემპიონატები დაემატება, იქნება ახალი სახეები და მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული სამსაჯო ბრიგადა. შეცვლილია მინდვრის საფარი და ის უფრო ახლოს არის რეალურ საფართან, ასევე სტადიონისა და გულშემატკივრის დეტალიზაცია უმაღლეს დონეზე იქნება აყვანილი. დამატებულია 30-მდე ახალი ბურთი, ბუცი და სხვა აქსესუარები, ვარცხნილობები და სახეები, ლოგოები, ანგარიშის დაფები და ა.შ.

თამაშების შემქმნელებმა, სპეციალური მოწყობილობებით და აპლიკაციებით, პოპულარული და ლიცენზირებული გუნდების ფეხბურთელების სახეების მაქსიმალურად რეალური ფოტორობოტები შექმნეს. შესაბამისად, თითოეული ამ გუნდის წარმომადგენელი თამაშში 100%-ით იდენტური ვიზუალით იქნება წარმოდგენილი.


მანქანა, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის – Lexus-ის ისტორია

დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი ჩვენი შეგროვებული ემოციებით იქმნება – ქუთაისსა და ბათუმში „მეამა ქოლექთის“ კამპანია „შეაგროვე ემოციების ნაკრები” დაიწყო