in

EA Sports FC-მა ახალი ვიზუალური იდენტობა წარმოადგინა

გასულ წელს EA Sports-მა გლობალურ სპორტულ ორგანიზაცია FIFA-სთან თანამშრომლობა დაიწყო. ახლა კი ვიდეო თამაშების მწარმოებელმა ოფიციალურად წარადგინა მომავალი შემცვლელის, EA Sports FC-ის ახალი ლოგო და ბრენდი.

BOG
BOG

პირველ რიგში, განხეთქილების გამო, რომელიც სალიცენზიო გარიგებამ გამოიწვია, კომპანია ვეღარ გამოიყენებს FIFA-ს სახელს თავის სათაურებში. ვიზუალური თვალსაზრისითაც სრულიად ახალი იერითა და მოტივით წარმოგვიდგება.

კრეატიულმა სტუდია BUCK-მა რებრენდინგისას დომინანტ ელემენტად სამკუთხედი მოიაზრა, რაც იდეურად უკავშირდება ფეხბურთის კულტურას — ვინც არ იცის, სწორედ ამ ფორმას მიმართავენ ყველაფერში, გადაცემის ტექნიკით დაწყებული, სათამაშო განლაგებით დასრულებული და სხვა. ახალი ლოგოც სამკუთხა მოყვანილობისაა. „ეს არის გამორჩეული ფორმა, რომელიც თავიდანვე თამაშის დნმ-ის ნაწილი იყო“.

რაც შეეხება ფონტს, ის ორი ვერსიის სინთეზს წარმოადგენს და სპეციალურად შეიმუშავეს ბევრი დამწერლობისთვის — ლათინურიდან არაბულამდე. ხოლო ფერთა თვალსაზრისით, ძირითადი ვიზუალი მონოქრომული იქნება, არხების მიხედვით კი მწვანეც დაემატება, როგორც ფეხბურთის მოედანთან კავშირის სიმბოლო.

მთლიანობაში ახალი ვიზუალური იდენტობა ენერგიულობისა და დინამიკური გამოხატვისკენაა მიდრეკილი.

რატომ უნდა იფიქრონ მენეჯერებმა ჰაკერების მსგავსად?

AI რეკლამირების ახალ ეპოქას გვთავაზობს?!