in

EA Sports-ის საჩუქარი ბეისბოლის მოყვარულებს

„თამაში დახვეწილი და დინამიკური იქნება, ბეისბოლის გულშემატკივრებს ბევრი სიახლე და ექსტრემალური მომენტები უნდა შევთავაზოთ“.

Sporti
Sporti

ლეგენდარული EA Sports ბეისბოლის სიმულატორს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და თამაში ფენიქსივით აღდგება! სწორედ ასეთი საჩუქარი გაუმზადა კომპანიამ სპორტის ამ სახეობის მოყვარულ გეიმერებს. Metalhead Software-ის სტუდიასთან კოლაბორაციით სრულიად ახალი თამაში შეიქმნება.

„თამაში ახალ სიმაღლეებზე უნდა ავიყვანოთ, ერთ-ერთი ტოპსპორტია და პოპულარობით სარგებლობს, ის უამრავ ადამიანს აინტერესებს და დარწმუნებულები ვართ, მათს კომპიუტერებსა და კონსოლებში მთავარ ადგილს დაიკავებს. თამაში დახვეწილი და დინამიკური იქნება, ბეისბოლის გულშემატკივრებს ბევრი სიახლე და ექსტრემალური მომენტები უნდა შევთავაზოთ“ – განაცხადა EA Sports-ის მმართველი ბორდის წევრმა, ჯესი მელროუმ.

თავის მხრივ, კოლაბორაციის მეორე მხარეს მყოფი კომპანია ამ ნაბიჯით ბედნიერია და გუნდის წევრების აზრით, ეს თანამშრომლობა წარმატებული და სასარგებლო იქნება.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი კომპანია EA Sports-ს შეუერთდა და თამაშის ახალ სიმაღლეებზე აყვანას შეეცდება. გვინდა, თითოეული სიახლე და ახალი ამბავი თქვენთან ერთად გავიზიაროთ, წინ საინტერესო მოგზაურობა გველოდება“ – ამბობს Metalhead Software-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ სქრებლი.

სიახლემ სპორტის ამ სახეობის მოყვარულებში დადებითი ემოციები და გამოხმაურებები მოიპოვა, „რედითსა“ და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული კოლაბორაციის შესახებ დისკუსიები. უკვე გამოჩნდა თამაშის თიზერიც, უახლოეს მომავალში კი მეტი დეტალი გახდება ცნობილი.


თაკო ნაცვლიშვილი, მდგრადი მოდის მიმართულებით, „ფაბერის“ ბრენდის ელჩი გახდა!

Print კატეგორიის ნამუშევრები! – Young Lions Georgia 2021