16
May
2019

მობილური აპლიკაცია ბავშვებში ყურის ინფექციების დიაგნოსტირებისთვის

16 May 2019

veon
veon


ვაშინგტონის უნივერსიტეტში მობილური აპლიკაცია შექმნეს, რომელსაც ბავშვებში ყურის ინფექციების დიაგნოსტირება შეუძლია. ამის შესახებ ჟურნალი Science Transnational Medicine წერს. აპლიკაციას პირველადი დიაგნოზის დასმა 1.2 წამში შეუძლია. ინფექციის დადგენის შემთხვევაში კი, ის გირჩევთ ექიმთან ვიზიტს. ტესტირებებისას აპლიკაციამ 85%-იანი აკურატულობა აჩვენა, რაც კარგი შედეგია და სხვადასხვა ექსპერტის შეფასებით, ამ ტექნოლოგიურ პროდუქტს შეუძლია უფრო სანდო იყოს, ვიდრე ექიმთან ვიზიტისას, ვიზუალური დათვალიერებით მიღებული დიაგნოზი.

აპლიკაციის გამოსაყენებლად სმარტფონის მიკროფონს კონუსისებური ქაღალდი უნდა მოარგოთ, შემდეგ, უნდა მოათავსოთ ქაღალდი ბავშვის ყურში და ჩართოთ აპლიკაცია. ის გამოსცემს ხმას, რომელიც ჩიტის ჭიკჭიკს ჰგავს, ექოს ეფექტის გამოყენებით კი, აპლიკაციას შეუძლია დაადგინოს, აქვს თუ არა ბავშვს პრობლემა შუა ყურში. შედეგის მისაღებად, აპლიკაცია სმარტფონის მიკროფონს იყენებს, რითიც აღიქვამს ექოს…

 

აპლიკაციის შემქმნელთა გუნდის ხელმძღვანელი – შამ გოლაკოტა ამბობს, რომ ეს „ეფექტი“ შეგვიძლია ღვინის ჭიქას შევადაროთ. „თუ თქვენ ასხამთ ღვინოს ჭიქაში, მიიღებთ სხვადასხვანაირ ხმას, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სითხე ასხია ჭიქაში“.

ყურის ინფექციის დამდგენი აპლიკაცია ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, მობილური ტექნოლოგიებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით შეიქმნა. გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებსა და ეტაპებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაძლევენ. აპლიკაცია კი ბაზარზე 2020 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება.

განხილვა