in

თუ ამ 5 პუნქტიდან რომელიმე გეცნობა, დროა, სამსახური შეიცვალო!

როგორ უნდა მიხვდე, რომ სამსახურიდან წასვლის დროა? ამისთვის ძალიან მარტივი გზა არსებობს. დაფიქრდი, ამ 5 პუნქტიდან, თუ რომელიმე გეცნობა, ე.ი. დროა, ახალი საქმე და ახალი კოლექტივი ეძებო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

1.არ ხარ ბედნიერი. 2.ახალს ვეღარაფერს სწავლობ და ასე მუშაობა, უბრალოდ, მოგწყინდა. 3. ყველაფერი ძალიან მარტივი გეჩვენება. 4. გგონია, რომ ოქროს ხელბორკილი გიკეთია – წასვლა გინდა, მაგრამ კარგ ხელფასს ვერ ელევი. 5. მომავალში (3-5 წელი) აქ საკუთარ თავს ვეღარ ხედავ – ეს არის მიზეზები, რამაც სამსახურის შეცლისკენ უნდა გიბიძგოს. თუმცა, იმასაც ცოდნა უნდა, როგორ წახვიდე სამსახურიდნ, უკანა გასასვლელიდან კი არ გაიპარო, არამედ, წინა კარიდან გახვიდე თავაწეული. მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა სტრატეგია.

და აი ისიც:

გააკეთე მაქსიმუმი, სანამ საბოლოოდ გაიხურავ კარს! ყოველდღიურად გამოიჩინე თავი, ყველას დაანახე, რა შეგიძლია. ზედმიწევნით ყურადღებით შეასრულე ყველა დავალება, შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა, ნუ იჭორავებ და ნურავისთან იწუწუნებ. ისე უნდა იმუშაო, შენი გეგმების შესახებ რომ გაიგებენ, დარჩენას გთხოვდნენ. თუ ყოველ დღე ასე მოიქცევი და საქმეს მთელი გულისყურით გააკეთებ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევ. ასეთი დამოკიდებულება სამომავლოდაც გამოგადგებათ. ახალ კომპანიაში არავინ აგიყვანს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურის შეცვლა გინდოდა – იქ შენი ცოდნის, გამოცდილებისა და საქმისადმი მიდგომით მიგიღებენ.

აუცილებელია საბრძოლო გეგმა! 

აუცილებლად ჩამოწერე, რა მოხდება, თუ სამსახურში დარჩები. მაგალითად, როგორი იქნება მომდევნო 6 თვე ფინანსურად? ემოციურად? აქ რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩე, გაქვს თუ არა ზრდის შანსი? შემდეგ შეადგინე იმ პუნქტების სია, რაც წასვლის შემთხვევაში მოხდება: რა შეიცვლება? რა ახალი მიზნები გექნება? შეადარე მონაცემები. მარტივად მიხვდები, რომელ შემთხვევაში რა გელოდება.

განაგრძე ოცნება! 

თუ წარმატებულ კარიერაზე ოცნებობდი, ახლა კი ხელი გაქვს ჩაქნეული, აიძულე საკუთარი თავი, ეს ისევ ნომერ პირველი ამოცანა გახდეს. კიდევ ერთი სავარჯიშო – ჩამოაყალიბე ხედვა, როგორია შენი იდეალური კარიერა. აუცილებლად დაწერე ეს ყველაფერი, თანაც, დეტალურად „ჩაშალე“, რა როგორ უნდა იყოს მომავალში. როცა ოცნებას წერ, სავსებით შესაძლებელი ხდება მისი ასრულება. უფრო მეტიც, სხვებსაც უამბე ამ მიზნებზე, ხშირად წაიკითხე ხოლმე და ეცადე, კონტაქტი არ გაწყვიტო შენს ნააზრევთან.

ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სავარჯიშოები დაგეხმარება, კონცენტრირდე იმაზე, რაც რეალურად გინდა. მართალია, გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ნუ დაიზარებ, გააკეთე ეს საკუთარი თავისთვის. მხოლოდ ასე გააანალიზებ ყველა დეტალს, იფიქრებ და განიხილავ შენს მომავალ კარიერას.

წყარო: inc.com



Nokia 6.1 Plus – ბრენდის ახალი „სმარტფონი“

#მევარსოლო! მე თავად შევქმენი ჩემი ცხოვრება! – JWT Metro-ს ნამუშევარი