in

დედამიწის ფოტო 2020: ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები

“დედამიწის ფოტო” ასე ჰქვია ბუნების ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსს, რომელიც Forestry England-ისა და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (Royal Geographical Society with IBG) ორგანიზებით იმართება.

2020 წლის კონკურსი მიზნად ისახავდა გარემოს შესახებ სხვადასხვა ამბის, ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობის, დამოკიდებულების შესახებ “ვიზუალურ თხრობას”. 

სტატიაში კი წარმოგიდგენთ კონკურსის გამარჯვებულ ფოტოებს.

ადგილის კატეგორიის გამარჯვებული გახდა Jonk – თვითნასწავლი ფოტოგრაფი. იგი ფოკუსირებულია ადამიანებსა და ბუნების ურთიერთობაზე. მისი სურათები მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას კაცობრიობის წინაშე მდგარი ეკოლოგიური კრიზისის შესახებ.

თეატრი, აფხაზეთი. ფოტო: Jonk
სასტუმრო, პორტუგალია. ფოტო: Jonk
საცურაო აუზი, იტალია. ფოტო: Jonk

ბუნების კატეგორიის გამარჯვებული გახდა Yi Sun – საჰაერო ლანდშაფტისა და მოგზაურობის ფოტოგრაფი.

ტყეების ცვლილების კატეგორიის გამარჯვებული გახდა Charles Xelot. ის საკუთარ ცნობისმოყვარეობას სოციალური და ეკოლოგიური ცვლილებების ძიებით იკმაყოფილებს. თავის ახალ სერიაში “ფერფლი”, ჩარლზმა ცეცხლით განადგურებული ბუნება.

კლიმატის ცვლილების გამარჯვებული გახდა ფოტოგრაფი Joe Habben, რომელიც ორიენტირებულია გლობალიზაციის, საზოგადოებრივ სივრცის და გლობალური დათბობის საკითხების წარმოჩენაზე.

ვიდეოს კატეგორიის გამარჯვებული გახდა Sean Gallagher – ფოტორეპორტიორი და კინორეჟისორი, რომლის საქმიანობა კონცენტრირებულია კლიმატის კრიზისთან და სხვა გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე.

ხალხის კატეგორიის გამარჯვებულია Yanrong Guo, რომლის ფოტოც გამოხატავს ადამიანის მიერ საყვარელი ადამიანების მონატრებას. ფოტო გადაღებულია დალიანგის მთებში, სადაც ახალგაზრდებს უწევთ სხვა ტერიტორიაზე გადასვლა და მუშაობა. მოხუცებსა და ბავშვებს კი სახლებში ტოვებენ.

“ჩერნობილის აჩრდილისებრ ნანგრევებს” მალე მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს მიანიჭებენ

“ნაბერაულის” გაცოცხლებული ლეგენდა და ახალი რაჭული გემოები