„დედამიწის საათი“ გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელიც ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათს იმართება. 2021 წელს, დედამიწის საათისადმი მიძღვნილი ღონისძიება 27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე იგეგმება. www.earthhour.org
ღონისძიების ფარგლებში, ცხადდება კონკურსი საუკეთესო პოსტერის შექმნაზე. დამოუკიდებელი ჟიური 2 გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პრიზი: პირველი ადგილის მფლობელს 1000-ლარიანი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ.
დავალება: შექმენით პოსტერი, რომელიც ადამიანებს დააფიქრებს თემაზე „რასაც ვუშავებთ ბუნებას – ვუშავებთ საკუთარ თავს!“
თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ მთავარი გზავნილი ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს.
ძირითადი წესები და ფორმატი:
- შექმნილი ნამუშევრის წარმოდგენა შეგიძლიათ 27 მარტს, საღამოს 5 საათამდე. ნამუშევარი გაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]. გთხოვთ, თქვენი ელექტრონული წერილის აღწერაში აუცილებლად მიუთითოთ პოსტერის ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
- გამოგზავნილი პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს A4 ფორმატს.
- ნამუშევარი/პოსტერი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიკაცია. ნამუშევარი უნდა შეიქმნას სპეციალურად ამ კონკურსისთვის და აკრძალულია გამოიყენოთ ისეთი ვიზუალი ან ვიზუალური ელემენტი, რომელზეც არ ფლობთ საავტორო უფლებას (მაგალითად, რომელიმე კომპანიის ლოგო, მათი ნებართვის გარეშე).
- ჟიური უფლებამოსილია კონკურსიდან მოხსნას ნამუშევარი, რომელიც გამოგზავნილია დაგვიანებით და არღვევს კონკურსის ძირითად წესებს.
შეფასების კრიტერიუმები:
- როგორ პასუხობს პოსტერი დავალებას.
- რამდენად შემოქმედებითია ნამუშევარი.
- რამდენად კარგად არის პოსტერი შესრულებული, ტექნიკური თვალსაზრისით.