in

გაიგეთ, ვინ გაიმარჯვა დედამიწის საათის თემაზე გამოცხადებულ პოსტერების კონკურსში

27 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს. ღონისძიება, WWF-ის ინიციატივით, 2007 წლიდან, ყოველი მარტის ბოლო შაბათს იმართება, მასში მონაწილეები კი, 1 საათის განმავლობაში თიშავენ ელექტროენერგიას. დედამიწის საათთან დაკავშირებით, გამოცხადდა პოსტერების კონკურსი, რომელიც საზოგადოებაში ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსის მთავარი გზავნილია, „რასაც ვუშავებთ ბუნებას – ვუშავებთ საკუთარ თავს!“. პირველი ადგილის მფლობელს 1000-ლარიანი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ. ნამუშევრები სპეციალურად მოწვეულმა დამოუკიდებელმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს. ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო:

ბუბა რადიანი – სააგენტო „კოლექტივის“ თანა დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი

გიორგი კონტუაძე – სააგენტო „კრაკენის“ თანადამფუძნებელი

ია დარახველიძე – სააგენტო „ბრიდის“ დამფუძნებელი / კრეატიული დირექტორი

მიშკა სეხნიაშვილი – სააგენტო ABK-ს სენიორ ქოფირაითერი

დავით კუპატაძე – სილქროუდ ჯგუფის არტ-დირექტორი

ბასა მეტრეველი – ქოფირაითერი

გვანცა ჩლაიძე – სააგენტო VAVAVA-ს დამფუძნებელი

კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.

პირველი ადგილის მფლობელი ნიკა ხუციშვილი გახდა, 72 ქულით.

მეორე ადგილი ნინო დოხტურიშვილის პოსტერს ერგო, შეფასებით – 69 ქულა.

დედამიწის საათის ღონისძიების საშუალებით, საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას შევახსენებთ. დედამიწის საათის შესახებ, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, შეიქმნა ქართული პლატფორმა Earthhour.ge. 27 მარტს, დედამიწის საათი საქართველოში, ადგილობრივი დროით, 20:30 საათზე იგეგმება.

რეკორდული ხელშეკრულება – ნეიმარი Fortnite-ის სახე გახდა

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა TESS უკვე 2200-ზე მეტი პოტენციური პლანეტა აღმოაჩინა!