Eas Fors — ეს არის ნაქსოვი ტანსაცმლის ახალი ბრენდი შოტლანდიის შორეული კუნძულიდან. ჰებრიდების სულისკვეთების ასახვით, პროდუქტები მცირე მასშტაბით არის დამზადებული, სრულიად ბუნებრივი მატყლის ბოჭკოების გამოყენებით.
ბრენდის სახელი ადგილობრივი დასახელებიდან მომდინარეობს, რაც გელურ და ნორვეგიულ ენებზე „ჩანჩქერს“ ნიშნავს. ამგვარი სიმბოლური, თამამი და დრამატული კონცეფციის ვიზუალურ იდენტობაზე კი სააგენტო My Creative-მა იზრუნა. ველური ფოტოგრაფიისა და ძლიერი გრაფიკული ნიშნების გამოყენება სიმბოლოს საბოლოო შექმნის წყარო გახდა — ეს იყო მოტივი იმ „მარტივი“ ნიშნისა, რომელიც ასახავს როგორც მატყლის ძაფს, ისე წყლის ნაკადს.
ბიზნესი ძმებმა ჯომ და ფლორამ დააარსეს. მათი მიზანი რაღაც გრძელვადიანის, ბუნებრივის შექმნა იყო, რის ფარგლებშიც სულიერებასა და შემოქმედებით ხელოვნებას გააერთიანებდნენ. მათ სურთ, შექმნან ბრენდი, რომელიც აფასებს ხარისხს, მდგრადობას და დადებითი გავლენა ექნება მთელ მსოფლიოზე.