in

„მოიწყე ევროპული არდადეგები“ – „ისთ ფოინთი“ გათამაშებას იწყებს

შოპინგის გართობისა და დასვენების ქალაქ „ისთ ფოინთში“ ტრადიციული, საგაზაფხულო გათამაშება დაიწყო. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, 11 მარტიდან 14 აპრილამდე „ისთ ფოინთში“ უნდა იშოპინგოთ, გადაცვალოთ 50 ლარიანი ქვითარი გათამაშების ბილეთში, უპასუხოთ ვიქტორინის შეკითხვას და გახდეთ გამარჯვებული. თამაშდება 50 ორკაციანი საგზური პარიზში, რომში, ბარსელონასა და ამსტერდამში. გათამაშება გაიმართება 14 აპრილს „ისთ ფოინთში“, მის დეტალებზე, ქვემოთ მოგიყვებით.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/eastpointtbilisi/videos/573666536478088/?v=573666536478088″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეიძინოთ სასურველი ნივთი „ისთ ფოინთის“ ნებისმიერ ობიექტში. „ისთ ფოინთის“ საინფორმაციოში გადაცვალოთ ქვითარი ბილეთში, აუცილებელია ეს გააკეთოთ ქვითრის გამოწერის დღეს. სამუშაო დღეებში, ყოველ 50 ლარიან ქვითარზე გაიცემა გათამაშების 2 ბილეთი, შაბათ-კვირას კი 1. ბილეთზე უნდა დაიტანოთ პირადი მონაცემები, მისი ერთი ნაწილი დოლურაში მოათავსოთ, მეორე ნაწილი კი შეინახოთ.

გათამაშებაში მონაწილეობის შემდეგი ეტაპი ვიქტორინაში ჩაბმას გულისხმობს. თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ შეკითხვას. ასე, შესაძლოა მოიგოთ პარიზის, ამსტერდამის, ბარსელონას, ან რომის ორკაციანი საგზურიდან ერთ-ერთი. ბილეთის დაკარგვის, ან არ წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებული პრიზს ვერ მიიღებს. „ისთ ფოინთში“ მდებარე ობიექტის არცერთ თანამშრომელს არ აქვს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება.

„ისთ ფოინთის“ გათამაშების პარტნიორი და ოფიცაილური გადამყვანია Turkish Airlines.

 

[R]

IKEA-ს კამასუტრა საძინებელი ოთახისთვის

“Caucasus Build 2019“ – მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა, თბილისში