in

სავაჭრო ცენტრები გაიხსნა – ახალი რეალობა და 5 მიზეზი, რატომ უნდა წახვიდეთ „ისთ ფოინთში“

პანდემიის გამო, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, თითქმის, 2 თვე იყო დაკეტილი

თითქმის, 2-თვიანი ლოდინის შემდეგ, პანდემიის გამო დაკეტილი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, გაიხნა. ამ პერიოდში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, სათამაშოების, წიგნებისა და სხვა ნივთების ყიდვა მხოლოდ „ონლაინ“ იყო შესაძლებელი, თუ არ ჩავთვლით, საახალწლოდ, რამდენიმედღიან „გახსნას“.

1-ლი თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა – სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ჩვეულებრივ ამუშავდა. შესაძლებელი გახდა ნივთების ადგილზე ყიდვა და შეძენილი პროდუქციის გადაცვლა. აღსანიშნავია, რომ ასევე, ფუნქციონირებს გასახდელები.

ახლა, რაც მომხმარებლებსა და არა მხოლოდ მათ, აფიქრებთ, არის უსაფრთხოება, ის თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ბიზნესმა ან დაიცვას თითოეულმა ადამიანმა ეს ნორმები.  

„პანდემიამ ჩვენი ყველას ცხოვრების წესი შეცვლა და შესაბამისად, არც „შოპინგია “გამონაკლისი, დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება, თერმოსკრინინგი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამასთან ერთად არსებობს მთელი რიგი სხვა აქტივობებისა, რომელიც „ისთ ფოინთში“ „შოპინგს“ უსაფრთხოს ხდის. ამიტომ, ამ ახალ რეალობაში ყველა რეკომანდაციის დაცვით გელოდებით უსაფრთხო შოპინგზე“ – „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე.

შესაძლებელია, აქამდე არ იყავით „ისთ ფოინთის“ ხშირი სტუმარი, ან სულაც არ სტუმრობდით, მაგრამ პანდემიის მიერ შეცვლილ, ახალ რეალობაში 5 მიზეზია, რის გამოც უსაფრთხო და კომფორტული „შოპინგისთვის“ „ისთ ფოინთს“ შეგიძლიათ, ეწვიოთ:

1. თავად მართო რიგი – რადგან ყველა მაღაზიას აქვს ინდივიდუალური შესასვლელი , მომხმარებელს სასურველ მაღაზიასთან შეიძლება, რიგი სულაც არ დახვდეს. მთავარია, რომ გრძელ, საერთო რიგში არ მოუწევს მოცდა; 
2. ,,ისთ ფოინთში” ყველაფერი ერთ, ღია სივრცეშია: სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, საბავშვო ბრენდები, ავეჯი, ტექნიკა, ჰიპერმარკეტი, სამშენებლო მასალები;
3. დიდი, უფასო, ღია პარკინგი 3000-მდე ადგილით – ყოველთვის შესაძლებელია ადგილის პოვნა მანქანისთვის;
4. აარიდო თავი საცობებს – „ისთ ფოინთში“ მისვლა შესაძლებელია მარტივად, ქალაქის ცენტრიდან 10 წუთში;
5. სეზონის საბოლოო ფასდაკლებები – ის, რითიც უნდა დაიწყოს შოპინგის სეზონი;

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, 28 ნოემბრიდან დაიკეტა და დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან გაიხსნა. ობიექტები კვირაში 5 დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმუშავებს.

 

[R]

აშშ-ში Covid-19-ზე ვაქცინირებული უფრო მეტია, ვიდრე გამოვლენილი შემთხვევა

ჟესტების ენის შესასწავლად, საბავშვო წიგნი ვირტუალურ რეალობას იყენებს