25
სექ
2018

ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან “ისთ ფოინთს”! – საიუბილეო ვიდეორგოლი

25 სექ 2018

უკვე 3 წელია, დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პატარა ქალაქია გაშენებული, რომელსაც მოქალაქეები საყიდლების გარდა, გასართობად და დასასვენებლად სტუმრობენ. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე, სადაც, სულ ცოტა ხნის წინ, არაფერი იყო, დღეს, ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი ტრიალებს. პროექტი, რომელიც იდეიდან დღემდე 6-7 წელს მოითვლის, დღესდღეობით, ასობით ადამიანის სამუშაო ადგილად იქცა. 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, “ისთ ფოინთმა” ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც თანამშრომლების ისტორიები ერთ კოლაჟში მოაქცია. ესაა ამბები სრულიად განსხვავებული ადამიანების შესახებ, რომლებსაც საერთო ღირებულებები აერთიანებთ – ისინი  ქმნიან “ისთ ფოინთს”. პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ “ისთ ფოინთი” დაკავშირებულია პოზიტივთან და დროის სასიამოვნოდ გატარებასთან. მისი წარმატების წინაპირობადაც, სწორედ ამ ფასეულობებსა და მიდგომას მიიჩნევენ.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

 

თეიკო ლომინაძე, “ისთ ფოინთის” მარკეტინგის დირექტორი: “სექტემბერში, “ისთ ფოინთი” 3 წლის გახდა. ამბობენ, სავაჭრო ცენტრის გარემოსა და აურაზე ძალიან იგრძნობა გუნდის განწყობაო. ის, რასაც დღეს “ისთ ფოინთი” ჰქვია, უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომის შედეგია. თითოეული ჩვენგანი საქმეს სიყვარულით აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ სიყვარულით გაკეთებულ საქმეს მოაქვს წარმატება.
ეს ვიდეორგოლი, თავდაპირველად, შიდა ჩვენებისთვის გავაკეთეთ, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტეთ, ფართო აუდიტორიისთვისაც გაგვეზიარებინა და გვეჩვენებინა, ვინ არიან ადამიანები, ვინც ქმნიან “ისთ ფოინთს”. ”

 

[R]

განხილვა