in

ისთ ფოინთი 5 წლისაა

დრო ისე სწრაფად გადის, იმდენი რამ იცვლება სამყაროში, ზოგჯერ მხოლოდ უკან მოხედვისას ვიხსენებთ, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენიდან წლებია გასული. მაგალითად, გახსოვთ რა მოხდა 5 წლის წინ მსოფლიოში? გახსოვთ 2015 წელი? – 5 წლის წინ ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბარაკ ობამა იყო. ასევე 5 წლის წინ „ნასამ“ მარსზე წყლის არსებობა დაადასტურა. 2015 წელს, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, გამოვიდა Star Wars-ის ახალი სერია, რომელიც არც ისე ცუდი იყო. 2015 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ებოლას ეპიდემიის დასასრული გამოაცხადა. 5 წელი უზარმაზარი დროა დიდი ცვლილებებისთვის, მთელი ნახევარი დეკადა.

ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა „ისთ ფოინთს“ იმისათვის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი გამხდარიყო. 5 წელი შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქში ნიშნავს – 40 მილიონამდე ვიზიტორს, ერთ, ღია და ეკო-მეგობრულ სივრცეში თავმოყრილ 250-მდე ბრენდს, წარმატებით დასაქმებულ 3000-მდე ადამიანს.

5 წელი ბრენდისთვის დიდი და მნიშვნელოვანი თარიღია. საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ერთგული მომხმარებელი გაახარო. „ისთ ფოინთმა“ გადაწყვიტა, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო, ვიდრე სიხარულის სხვებისთვის გაზიარება. ამიტომ 11, 12 და 13 სექტემბერს, განსაკუთრებულ ფასდაკლებებს შესთავაზებს ყველა ვიზიტორს, ყველა მაღაზიაში. დაბადების დღის სტუმრები კი 12-ში განსაკუთრებულ შოპინგს მოიწყობენ საჩუქრებით. იმიტომ, რომ წარმატება არაფერია, თუ არა შესაძლებლობა, გაახარო ადამიანები.

 

[პარტნიორის კონტენტი]

WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და მეწილემ Phubber-ში ინვესტიცია ჩადო

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი გვატყუებს?