in

ისთ ფოინთი მე-7 დაბადების დღეს დიდი ცვლილებებით აღნიშნავს!

თურმე, რა სწრაფად გაურბენია 7 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში ფერადმა და მხიარულმა ქალაქმა დაიდო ბინა. „ისთ ფოინთმა“ საკუთარ თავში გააერთიანა ყველაფერი, რაც ადამიანს შოპინგის, დასვენებისა და გართობისთვის სჭირდებოდა. ქალაქმა საკუთარი მერიც კი აირჩია და ამდენი წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო აქტივობით ახალისებს სტუმრებს.

ამასობაში, სანამ „ისთ ფოინთმა“ მზეს მეშვიდედ ჩაუქროლა, დაბადების დღის აღნიშვნა დიდ ცვლილებებთან ერთად გადაწყდა. სააგენტო Holy Motors-თან თანამშრომლობით, ქალაქის ლოგო, ტიპოგრაფია და ვიზუალური იდენტობა სრულიად გარდაისახა. ლოგოს კონცეფცია უცვლელია და მასში კვლავაც ამოიცნობთ საყვარელი ქალაქის სიმბოლოს, თუმცა დაიხვეწა მისი კონტურები, ფერები კი უფრო მეტად აბრდღვიალდა. განახლებას ვიზუალურ ესთეტიკაშიც ადვილად შეატყობთ – დიზაინი თანამედროვე, ზეტ თაობისთვის დამახასიათებელი სტილით გააჯერეს, სადაც მარტივად ამოიკითხავთ იმ ხასიათს, რომელიც „ისთ ფოინთს“ თავიდანვე გამოარჩევდა. ვიზუალური რებრენდინგი „ისთ ფოინთისა“ და Holy Motors-ის წარმომადგენლებმა შეაფასეს:

თეიკო ლომინაძე, ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი:შეიძლება ითქვას, რომ სრულიად მოულოდნელად, საქმეში გართულებმა აღმოვაჩინეთ, რომ 7 წელი შეგვისრულდა. 7 წლის წინ, როცა ისთ ფოინთი იქმნებოდა გვინდოდა ფერადი, ძალიან მეგობრული სივრცე შეგვექმნა, რომელიც შოპინგის, დასვენების და გართობის სიმბოლოდ იქცეოდა. ვფიქრობ, ეს გამოგვიდა კიდეც. წელს, გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი თარიღი მნიშვნელოვანი სიახლით აღგვენიშნა და Holy Motors-თან ერთად, სრულიად განვაახლეთ ბრენდის იდენტობა. ჩვენი ლოგო, რომელიც ცოტა მოგვიძველდა, უფრო თანამედროვე, ფერადი და დახვეწილი გახდა, რომელიც იმედი გვაქვს ჩვენს სტუმრებს ძალიან მოეწონებათ”.

გიორგი ავალიანი, Holy Motors-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „ისთ ფოინთის“ ვიზუალურ განახლებაზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ჩვენს ამოცანას მთავარი სიმბოლო “e”-ს ახლებურად დანახვა და დღევანდელობასთან გემრიელად მორგება წარმოადგენდა. ხანგრძლივი ფიქრისა და მზის აურაცხელი ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ, გადავწყვიტეთ ამ სიმბოლოსა და ბრენდის ვიზუალური გაშლისთვის შეგვეძინა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. „ისთ ფოინთის“ მთავარი ძალა ის ადამიანებია, რომლებიც მის ქუჩებში ტრიალებენ. სწორედ ამიტომ, თუკი მთავარ სიმბოლოს დააკვირდებით, პატარა თავებს დაინახავთ, რომლებიც სწორედ ადამიანებს ასახავს. ხოლო თუკი „ისთ ფოინთში“ გაივლით ან სოციალურ ქსელში მიადევნებთ თვალს, უხვად წააწყდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პატარა ქალაქის ნათებას ქმნიან.“

[R]

რატომ ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები „ციფრული მომთაბარეების“ სწრაფ შემოდინებას?

გაიცანით მარიამ გურგენიშვილი — გემის ერთადერთი მექანიკოსი ქალი საქართველოში