მარკეტერი წარმოგიდგენთ ისთ-ფოინთის ახალ და სრულ ვიდეო რგოლს, რომელშიც პირველად გამოიყენეს 360 გრადუსით გადაღების ტექნოლოგია. სარეკლამო რგოლი სარეკლამო სააგენტო – Windfor’s-ს ეკუთვნის
მარკეტერი ისთ-ფოინთის მარკეტინგის დირექტორს თეიკო ლომინაძეს ესაუბრა:
“გახსნის დღიდან არ წყდება ქალაქ ისთ ფოინთში სტუმრების რაოდენობა, ჩვენ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გვსტუმრობს შოპინგის, დასვენების და გართობის მიზნით. ამ დროისათვის უკვე გასნილია მაღაზიების 60%, კავეას 10 კინოდარბაზი და აიმაქსი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის და ნებისმიერ კინო მოყვარულს სთავაზობს კინოთი სიამოვნების ახალ ეტაპს და12 ხაზიანი ბოულინგი კონცეფტუალური კაფე-რესტორნით. ჩვენს ქალაქში ყოველ შაბათ-კვირას ტარდება სხვადასხვა ღონისძებები, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო იქნება ოქტომბერში. ე.წ ივენთ კალენდარის ნახვა, ჩვენს სტუმრებს ისთ ფოინთის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. წლის ბოლომდე ორი დიდი თარიღი გვაქვს – ჩვენს ქალაქში კარფური და რეგიონში ყველაზე დიდი ბავშთა გასართობი ცენტრი გაიხსნება, ზუსტ თარიღებს ჯერ არ გავაჟღერებთ. ვფიქრობთ რომ ეს დეტალები კიდევ უფრო მეტი ადამინს მოიზიდავს ისთ ფოინთში”











