East Point-ში ახალი სივრცის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. East Point x Red Bull საქართველოს კოლაბორაციის ფარგლებში, ახალი სივრცე, გამორჩეული არქიტექტურით, რედ ბულის BMX-ის ათლეტის, ბორა ალთინთაშის შთამბეჭდავი ილეთების „მოედნად“ იქცა.
ახალგაზრდა BMX ათლეტი ცნობილია ექსტრემალური ილეთებითა და სპორტული მიღწევებით. ის ველოსპორტის ამ სახეობით ბავშვობაში დაინტერესდა და სახელი გაითქვა BMX-ის საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამარჯვებითა და საინტერესო, ექსტრემალური ვიდეოებით.
როგორც East Point-ის მარკეტინგის დირექტორი, თეა ლომინაძე აღნიშნავს, ახალი სივრცის გახსნა ბრენდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ახალი სივრცის გახსნა აღგვენიშნა ისეთი კოლაბორაციით, რომელიც მის ხასიათს სრულად გამოხატავდა. რედ ბულის BMX-ის ათლეტთან, ბორა ალთინთაშთან თანამშრომლობამ სწორად გადმოსცა სივრცის დინამიკა და ენერგია”.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ახალი სივრცე მომავალშიც არაერთ მასშტაბურ ღონისძიებასა და აქტივობას უმასპინძლებს.
[პარტნიორის კონტენტი]










