in

შავ პარასკევს ჩაერთე ისთ ფოინთის X Mastercard-ის შოპინგ მარათონში და მიიღე საჩუქარი

29 ნოემბერს, შავ პარასკევს, ისთ ფოინთში გაიმართებაისთ ფოინთისა და Mastercard-ის შოპინგ მარათონი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს შოპინგში შეეჯიბრებიან. ის, ვინც ყველაზე სწრაფად შეიძენს სასურველ ნივთებს, MasterCard-ის ბარათით ჯამურად 500 ლარს გადაიხდის და პირველ 200 ადამიანში მოხვდება, მიიღებს უამრავი საჩუქრიდან ერთერთს.

წესები ძალიან მარტივია: მომხმარებელმა, ისთ ფოინთის საინფორმაციოში უნდა წარადგინოს Mastercard-ით გადახდილი ჯამურად 500 ქვითრები, დაატრიალოს ბორბალი და მიიღოს საჩუქარი.

შოპინგ მარათონში ისთ ფოინთში არსებული ყველა ობიექტი მონაწილეობს.

„ტრადიციულად, შავ პარასკევს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდებით. წელსაც, Mastercard-თან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ძალიან საინტერესო, სახალისო და სიურპიზებით სავსე დღე მოვუწყოთ“,ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი, თეიკო ლომინაძე.

[R]

სპიკერები, ვორქშოფები და ციფრული მარკეტინგის კონკურსი – გაიგეთ, როგორი იყო Ad Summit Tbilisi 2024

რა ხდება ზუმერში შავ პარასკევს? წაიკითხე შავით თეთრზე