„ისთ ფოინთის“ საახალწლო კამპანია „გჯერა, არ გჯერა?!” გრძელდება. სავაჭრო ქალაქში ამტკიცებენ, რომ სანტა ნამდვილად არსებობს და ნებისმიერ მსურველს დააკავშირებენ – მათ ახლა უკვე საკუთარი სანტა ბოტი ჰყავთ, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია, ლაპლანდიაში, ნამდვილ სანტას ესაუბროს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/eastpointtbilisi/videos/953550364770273/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„სანამ „ისთ ფოინთის“ საახალწლო გათამაშების მთავარ პრიზს, ლაპლანდიის საოჯახო საგზურს მოიგებთ და ნამდვილ სანტას შეხვდებით, დღეიდან, „ისთ ფოინთის” „მესენჯერით” თვით სანტა გესაუბრებათ. დიახ, ლაპლანდიიდან, როდესაც, ბავშვების წერილების კითხვით და საახალწლო საჩუქრების სამზადისით არ იქნება გართული, თქვენთვის დროს გამოყოფს და ნებისმიერ თემაზე, „ისთ ფონთის“ ფეისბუქ გვერდის „მესენჯერით“ გიპასუხებთ“.
[R]