in

East Point-ი ახალი წლის ყველაზე მასშტაბურ საშობაო ბაზარს უმასპინძლებს!

უზარმაზარი ნაძვისხე, ახალი წლის სურნელი, განათებული ქუჩები,  საახალწლო სპექტაკლები, სანტას სახლი, უნიკალური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა,  ცხელი გლინტვეინი, ადამიანების სახეზე გამოხატული ბედნიერების ემოცია. სწორედ ასეთ ერთობლიობას მოაქვს ნამდვილი დღესასწაულის შეგრძნება! შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ფილმებში გინახავთ, მაგრამ East-Point-ში ნამდვილი საახაწლო ქალაქის შექმნა განიზრახეს, რომელიც სტუმრებს 24 დეკემბრიდან – 7  იანვირს ჩათვლით უმასპინძლებს:

” ჩვენ გვსურდა ჩვენ სტუმრებს ნამდვილ საახალწლო ქალაქში ემოგზაურათ და ამისთვის კარგად მოვემზადეთ. გაიმართება ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, ნამდვილი ნაძვისხეებისა და ჩიჩილაკების გამოფენა-გაყიდვა, დაიდგმება სანტას სახლი, გვექნება ცხელი გლინტვეინი და სხვა საახალწლო სასმელები. ბავშვებისთვის გაიმართება სპეციალური გასართობი ღონისძიებები, საახალწლო სპექტაკლები, სახალისო გაკვეთილები, მათზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია. ახალი წელი დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ჩვენ გვინდა რომ ეს დღე დაუვიწყარი გახდეს ყველა ჩვენი სტუმრისთვის და ვფიქრობთ ამას მოვახერხებთ” – აცხადებს თეიკო ლომინაძე, Eastpoint-ის მარკეტინგის დირექოტი.

საახალწლო ქალაქი

“ბებოსია” – ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები

სერიიდან – ბრენდების საახალწლო განწყობა