in

ისთ ფოინთი – ეკო-მეგობრული კონცეფციის მქონე გართობის, დასვენებისა და შოპინგის ქალაქი

თუკი ინტერნეტ-სივრცეში სიტყვა “ეკო-მეგობრულის” მნიშვნელობას მოვიძიებთ, მივაგნებთ ამგვარ განმარტებას: გარემოსთან მეგობრული პროდუქტი, სერვისი, კანონი, გაიდლაინი ან პოლიტიკა, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს. ბრენდების/კომპანიებისა და ადამიანების მიერ არჩეული ეკო-მეგობრული პოლიტიკა ჩვენ გარშემო არსებულ სივრცეს უფრო სუფთასა და ჯანსაღს ხდის. დღეს კი ისე არაფერს ვეძებთ ადამიანები და ისე არსად გვინდება გაქცევა, როგორც ამგვარ გარემოში – სადაც ჰაერის ჩასუნთქვა უსაფრთხოა, გარემო კი – დაუბინძურებელი.

საბედნიეროდ, ბოლო ხანებია, გარემოს პრობლემების შესახებ აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა კამპანიისა თუ გარემოსდაცვითი აქტივობის სახით. ყველაფერი ეს კი საქართველოში უკვე მრავალ ბრენდსა და კომპანიას უქმნის მოტივაციას, თავიანთი სახელით წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში. კომპანიების გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა კი მათ მიერ სხვადასხვა წესის დანერგვაში გამოიხატება: იქნება ეს ნარჩენის შემცირება და ამ ნარჩენების გადამმუშავებელი ორგანიზაციებისთვის გადაცემა, ნარჩენების სეპარირებისთვის შესაბამისი ურნების დადგმა, ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის ნივთების აკრძალვა თუ სხვა.

გარემოს დაცვისთვის შოპინგის ქალაქი ისთ ფოინთი დიდი ხანია, რაც ტექნოლოგიურ ინოვაციებს ნერგავს. ეს არის ჯანსაღი, სუფთა, ეკო-მეგობრული სივრცე, სადაც ეფექტურად ხდება ენერგიის გამოყენება და მუდმივ რეჟიმში გროვდება და სეპარირდება ნარჩენები. გართობის, დასვენებისა და შოპინგის ქალაქში ყოველწლიური ჩანთების კამპანიის მთავარი ინსპირაციაც გარემოზე ზრუვაა. Plasticwatcher.ge-სთან თანამშრომლობით, უნიკალური დიზაინის ჩანთები შეიქმნა, რომელიც პოლიეთილენის ფერად-ფერადი პარკებისა და გამოყენებული სარეკლამო ბანერების გადამუშავების შედეგად დამზადდა.

უფრო დეტალურად ამ ეკო-მეგობრულ სივრცესა და ზემოხსენებულ ღონისძიებებზე ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლი გიამბობთ:

 

[R]

მოქმედების ადგილი – გუდაური, როლში – თინა დალაქიშვილი – “LET IT SNOW”-ს პირველი ტრეილერი

„ბორჯომი “ 130 წლისაა!