მოგეხსენებათ, პანდემიურ ყოველდრიურობაში ერთმანეთზე ზრუნვა და დადებითი ემოციები მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი გახდა.
სწორედ ამიტომ, შოპინგისა და გართობის ქალაქ ისთ ფოინთში შექმნეს ლიმიტირებული ბარათების ახალი სერია. თითოეული ბარათი განსხვავებული სათაურის და შინაარსის მატარებელია:
1. შემირიგდი
2. გილოცავ
3. მე უფრო
„საჩუქარს ყოველთვის განსხვავებული მნიშვნელობა და შინაარსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქების ცვლასთან ერთად საჩუქრებიც მუდმივად იცვლებოდა, მისი ჩუქების სურვილი ყოველთვის უცვლელი რჩება. ამიტომ, ისთ ფოინთში 3 განსხვავებული შინაარსის სასაჩუქრე ბარათი შევქმენით.
პირველი ბარათი სახელწოდებით „გილოცავ“ მარტივი გამოსავალია, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საჩუქრის არჩევაში მოიკოჭლებს. ბარათის ვიზუალური მხარე მეტად სასიამოვნო და მხიარულია. ისნპირაცია რთული 90-იანებიდან ავიღეთ, როდესაც არასასურველი საჩუქრები ხელიდან ხელში გადადიოდა. ჩაის სერვიზი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რაც ბარათის ვიზუალში გამოვიყენეთ. ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ჩვენი მიზანი არასასურველი საჩუქრის ტრანსფორმაცია და იუმორი გახლავთ.
მეორე ბარათი სახელწოდებით „შემირიგდი“ დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გამოისყიდონ. ღირსეულად ითხოვონ პატიება და საყვარელ ადამიანს აგრძნობინონ, რომ ყველაფრის ახლიდან დაწყება სურთ.
მესამე ბარათი სახელწოდებით „მე უფრო“ ადამიანებს საშუალებას აძლევს ორიგინალურად გამოხატონ და დაამტკიცონ თავიანთი სიყვარული“. მარკეტინგის დირექტორი: თეიკო ლომინაძე
როგორ შევიძინო?
ლიმიტირირებული დიზაინის სასაჩუქრე ბარათების შეძენა დღეიდან ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი. შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ სასურველი დიზაინი, მიულოცოთ, შემოირიგოთ ან უბრალოდ კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ თქვენ უფრო გიყვართ.
[R]