in

„შეხვდი ნამდვილ სანტას ლაპლანდიაში! “ – „ისთ ფოინთის“ საახალწლო საჩუქარი

„ისთ ფოინთი“  ნამდვილ სანტასთან შეხვედრის საშუალებას გაძლევთ. ექსკლუზიურად „მარკეტერზე” გაიგეთ, როგორ მოიგოთ საგზური ლაპლანდიაში და რა არის „ისთ ფოინთის“ კამპანია – „გჯერა, არ გჯერა“.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=33wW-Ss4JIA[/embedyt]

 

თეიკო ლომინაძე („ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი ) : „ახალი წელი ის პერიოდია, როდესაც უკლებლივ ყველა, ამაღლებულ განწყობაზეა, უფროსები ემზადებიან დღესასწაულისთვის, ბავშვები ელოდებიან სანტას. ჩვენ, „ისთ ფოინთში“, სანტა კლაუსის არსებობის გვჯერა. უბრალოდ, ის ერთადერთია და ლაპლანდიაში ცხოვრობს. შესაბამისად, სხვაგან ნამდვილ სანტას ვერავინ შეხვდება, მაგრამ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე ნახავენ მის ნაკვალევსა და დამხმარეებს – ელფებს, ირმებსა და ა.შ. ასევე, გვაქვს ტელევიზორი, სადაც გადის „ლაივი“ ლაპლანდიიდან, სანტას რეზიდენციიდან. იქ მოხვედრა ყველას ოცნებაა. ამიტომ, წელს ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებული საჩუქარი მოვუმზადეთ – ერთ ოჯახს ვაძლევთ შანსს, მოიგოს მოგზაურობა ლაპლანდიაში და  ნამდვილ სანტას შეხვდეს.

M: რა უნდა გააკეთონ მომხმარებლებმა ამ საგზურის მოსაგებად?

11 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო საჩუქრები უნდა შეიძინონ „ისთ ფოინთის“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში. ყოველი 50 ლარიანი ქვითარი, იმავე დღეს, ჩვენს საინფორმაციო „დესქთან“, უნდა გადაცვალონ გათამაშების ბილეთში. 31 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება გათამაშება – „ისთ ფოინთის“ მერი, ლოტოტრონის პრინციპით, გამოავლენს ერთ იღბლიან ბილეთს, რომლის მფლობელმაც აუცილებლად უნდა უპასუხოს ერთ შეკითხვას. ვიქტორინა ეხება სანტას. შეკითხვები მომზადებულია მის ირგვლივ, რომლებსაც მომხმარებელი, წინასწარ, „ონლაინ” ან ბილეთის მიღებისას გაეცნობა. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, გამარჯვებული, იანვარში, ოჯახთან ერთად, ლაპლანდიაში, სანტას რეზიდენციაში გაემგზავრება. საგზურში შედის 2 უფროსი, 2  ბავშვი, რეზიდენციაში სტუმრობა და სხვა ტურები.

M: ეს საჩუქარი „ისთ ფოინთმა“ მომხმარებლებს წინასაახალწლო კამპანიის ფარგლებში მოუმზადა. როგორ დაიწყო და გაგრძელდება კამპანია?

ყველაფერი დაიწყო „თიზერით“. ცოტა ხნის წინ, ბილბორდებზე და „ონლაინ“ სივრცეში გამოჩნდა შეკითხვები „გჯერა?“ „არ გჯერა?“. კამპანიის ამ ნაწილს კიდევ რამდენიმე ახალი ვიზუალი დაემატება. მომდევნო ეტაპი არის გათამაშება, ანუ ჩვენ გვჯერა მისი არსებობის, მაგრამ სანტა არის ერთადერთი და ცხოვრობს ლაპლანდიაში.  მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ – შეხვდნენ ნამდვილ სანტას. გვაქვს კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც, ჯერჯერობით, სიურპრიზია და 20 დეკემბერს გახდება ცნობილი. ისიც,  რა თქმა უნდა, უკავშირდება ლაპლანდიის ბინადარ ნამდვილ სანტას.

M: როგორ გაჩნდა ამ კამპანიის იდეა და ვინ იმუშავა მის განხორციელებაზე?  

კამპანიის იდეა, კონცეფციის ყველა დეტალი „ისთ ფოინთის“ გუნდს ეკუთვნის. ტექნიკურ შესრულებაზე რამდენიმე კომპანიასთან და დიზაინერთან ვიმუშავეთ. ახალი წელი, მართლაც, ჯადოსნური პერიოდია. ყველა ადამიანი ემზადება დღესასწაულისთვის, ყიდულობს საჩუქრებს. გვინდოდა, მათთვის ეს პროცესი კიდევ უფრო გაგველამაზებინა. როდესაც დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, მივხდით, რომ ძალიან აქტუალურია, ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია, რომელშიც ყველა სიამოვნებით მონაწილეობს. სწორედ ასე გაჩნდა ლაპლანდიაში, ნამდვილ სანტასთან შეხვედრის იდეა.

[R]

მსხვერპლი არ არის დამნაშავე! – Carling Beer-ის კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

Zoom – ონლაინ ფოტობეჭდვის სერვისი, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობასა თუ სოციალურ ქსელს უკავშირდება