in

East Point-ში იშვიათ პოკემონებზე ნადირობის სეზონი 22 ივლისს იწყება!

Pokemon Go ახალი მობილური აპლიკაციაა, რომელმაც გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობით ფეისბუქს, ინსტაგრამს, სნეპჩეტსა და ტვიტერს გადაასწრო.

თამაშის იდეა მარტივია – თქვენი ლოკაციის მიხედვით მოგზაურობთ ვირტუალურ სამყაროში, ცდილობთ დაიჭიროთ სხვადასხვა პოკემონი, შემდეგ კი გააძლიეროთ ისინი და იბრძოლოთ Gym-ების (სავარჯიშო დარბაზების) დასაპყრობად.

ასეთი ამბებია ნიუ იორკში, როცა იშვიათი პოკემონი გაჩნდა:

https://www.youtube.com/watch?v=myDeVug1XVk

მობილური თამაშის პოპულარობამ მთელი მსოფლიო მოიცვა. რა თქმა უნდა, ბიზნესებმაც დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოეყენებინათ პოკემონი საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ.

pokemon-east-point

საქართველოში პირველი კომპანია, რომელიც წარმატებულად აყვა ტრენდს ისთ ფოინთი აღმოჩნდა.  15 ივლისს შოპინგის, გართობისა და დასვენების ქალაქი პოკემონების ქალაქად გადაიქცა.  სპეციალურად პოკემონის მოთამაშეებისთვის ისთ ფოინთში მდებარე პოკესტოპზე (თამაშისთვის აუცილებელი ნივთების წყარო) Lure Module დაყენდა, რომელიც ისთ ფოინთის კარუსელთან იშვიათი სახეობის პოკემონებს იზიდავდა. 3 საათის განმავლობაში მოდულმა სულ 76 პოკემონი მოიზიდა.

პოკემონზე მონადირეები ისთ ფოინთის ამ ნაბიჯმა ისე გაახარა, რომ კომპანიამ არ დააყოვნა და რიგით მეორე ნადირობა უკვე დაგეგმა. ისთ ფოინთი პოკემონზე მონადირეებს 22 ივლისს 19:00-დან 22:00-მდე გელოდებათ.

ივენთის ბმული https://www.facebook.com/events/1781904585379046/

წარმატებულ ნადირობას გისურვებთ!

“მარტო პოეზიით ვერ გავფრინდებით,” – ზვიად ციკოლია პირველ ქართულ თვითმფრინავს აგებს

პოპულარობა კარგია, ოღონდ, ასეთი არა! – Rexona-ს იუმორისტული კამპანია