in

21-23 აგვისტოს, ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 21-23 აგვისტოს, ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.

წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებულია მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით “Giorgi Mikadze Micro BeatZ”, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე, “Black Sea Jazz Project”-ით წარდგება.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს 23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.

„კომპანია Eastern Promotions-მა წელსაც არ უღალატა ტრადიციას და მიუხედავად არსებული მსოფლიო პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ერთგულ მსმენელს ტრადიციულად ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ზეიმზე ეპატიჟება. ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალი სრულად არის დაკომპლექტებული ქართველი შემსრულებლებით, ხაზს უსვამს, რომ Eastern Promotions პანდემიის გამო დაზარალებული ქართული მუსიკალური ინდუსტრიის გვერდით დგას“.

ფესტივალის ოფიციალური სპონსორია კომპანია VISA, მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მედიამხარდამჭერები არიან: „მარკეტერი“, „ნეტგაზეთი“, რადიო „ფორტუნა“, „ავტორადიო“.

ბილეთები

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება „ონლაინ“, TkT.GE-ზე.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის პროგრამა:

21 აგვისტო: Giorgi Mikadze  Micro BeatZ; ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project

22 აგვისტო: ლუკა თოფურიას ტრიო სტეფანე სპეციალურად შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით

23 აგვისტო: Young Georgian Lolitaz Moku Moku

Doors Open: 20:00  

ახალი Galaxy Note 20-ისა და Note 20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთა დაიწყო!

ბედნიერი თანამშრომელი, ანუ Temet Nosce, როგორც „არდის“ მთავარი პრიორიტეტი