in

EastPoint თბილისი – ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 2015 წლის გაზაფხულზე გაიხსნება !

2015 წლის გაზაფხულზე თბილისში ღია სივრცის სავაჭრო და გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნება.

respodenti -teiko lominadze

კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრში განთავსებული იქნება ჰიპერმარკეტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ყველაფერი რემონტისა და სახლისათვის (DO IT YOURSELF),ბავშვთა გასართობი ცენტრი (FEC- Family Entertainment Center), მულტიპლექსი 10 სტანდარტული და ერთი IMAX ტექნოლოგიით აღჭურვილი დარბაზით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 150-ზე მეტი მაღაზია და კვების ობიექტები:

„ცენტრი იხსნება კახეთის გზატკეცილზე,თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის „გზაზე“. მისი საერთო ფართი 85,000 მ2 შეადგენს, აქედან 70,000 მ2 გასაქირავებელი ფართია. პროექტი უნიკალურია თავისი კონცეფციითა და არქიტექტურით, რაც ე.წ შოპინგ და გასართობი ცენტრებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. პროექტ EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, გაქირავებულია სავაჭრო და გასართობი ცენტრის 75%. პროექტის ფარგლებში იგეგმება 3,000-მდე ადამიანის დასაქმება.

M: ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ინვესტორებზე. ვინ ხსნის თბილისში EastPoint Shopping Mall–ს?

პროექტს, Quadrum Property Group-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ოპერირებს მისი შვილობილი კომპანიის შპს: “CBD Development”- ის სახელით.
უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი Quadrum Propery Group-ი, მართვას 1.3 მილიარდი დოლარის კაპიტალს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა უძრავ ქონებასა და საინვესტიციო ფონდებში. სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ასევე მას ოფისები გახსნილი აქვს ჰონკონგში, შანხაიში, პეკინში, მოსკოვში, კიევსა და თბილისში. Quadrum Property Group-ი საქართველოში ასევე მეორე საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, Tbilisi Gardens – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, ასათიანის ქ. #10-ში (შპს BD Property).

EastPoint V 1

EastPoint V 1EastPoint V1EastPoint V 1M: რა ღირს ფართის ქირაობა EastPoint Shopping Mall–ში?

კვადრატული მეტრის ღირებულება 35-60 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

M: როგორი იქნება EastPoint Shopping Mall-ი, ვისზეა გათვლილი ?

EeastPoint Tbilisi- ეს არის ერთ სივრცეში მოქცეული გასართობი და სავაჭრო ობიექტების ფართო არჩევანი. პროექტი პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც განაპირობებს მომსახურების მაღალ დონეს და სტუმრებისათვის სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს. შეიძლება ითქვას, რომ EastPoint Tbilisi ერთდღიანი ე.წ gateaway იქნება.
ცენტრი გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებზე, ადგილის მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას მოვიცვათ ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანი.

EastPoint V2

M: თუ იქნება წარმოდგენილი თბილისში უკვე არსებული საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები და ობიექტები?

EastPoint Tbilisi-ში წარმოდგენილი იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე უკვე არსებული, ასევე ახალი კომპანიები/ბრენდები. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება ერთ-ერთ მსხვილ რითეილ ჯგუფთან ALHOKAIR GROUP, რომელიც ცენტრში, პირველ ეტაპზე, 16 ბრენდით იქნება წარმოდგენილი.

EastPoint V2

M: ხომ არ აპირებთ ექსკლუზიურად რომელიმე საერთაშორისო ბრენდის „შემოყვანას“?

EastPoint Tbilisi-ში ექსკლუზიურად წარმოდგელი იქნება IMAX ტექნოლოგიის კინოთეატრი, რომელიც მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იქნება სხვა ექსკლუზივებიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც, ჯერჯერობით, ვერ გავაჟღერებთ.

M: თბილისში უკვე არის რამდენიმე სავაჭრო ცენტრი, როგორც ქალაქის ცენტრშიც, ისე მიმდებარედ. რა იქნება EastPoint Shopping Mall–ის უპირატესობა, რითი გაუწევს მათ კონკურენციას?

EastPoint Tbilisi-ის ანალოგი პროექტი ჩვენს ბაზარზე, ჯერჯერობით, არ არსებობს.
IMAX კინოთეატრი, ყველაფერი სახლისა და რემონტისათვის (DIY) და 3,500 მ2 გაშლილი ბავშთა გასართობი ცენტრი ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობებია. ღია სივრცის სავაჭრო და გასართობი ცენტრის უნიკალური არქიტექტურა, კარგი ბრენდ მიქსი, საინტერესო შემოთავაზებები და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების ცენტრი ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებულად სასიამოვნო და კომფორტულ გასართობ და შოპინგ ატმოსფეროს შეუქმნის.

ბევრისთვის უცნობი ქართული საიუველირო სახლი – “მარილისი”

კარიერული გამოფენა „Hiring the Future” 17 ოქტომბერს გაიმართება !