in ,

EasyJet-ის ბოტასები ნავიგაციის ინტეგრირებული ფუნქციით

თუ ავიაკომპანია EasyJet-ის მიერ შექმნილი ბოტასები გაცვიათ, ნამდვილად არ დაიკარგებით. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად საკმარისია მათი მითითებები შეასრულოთ.

Google Map-ის ბაზაზე EasyJet-მა ფეხით მოსიარულეთათვის სპეციალური ნავიგაცია შეიქმნა, რომელიც ბოტასით მოსიარულის მიმართულებას აღიქვამს და Bluetooth-ის საშუალებით ფეხსაცმელს სმარტფონიდან სიგნალს გადასცემს. ბოტასები რიგრიგობით ვიბრირებენ იმის საჩვენებლად, თუ რომელ მხარეს გრძელდება ფეხით მოსიარულის გზა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Ycp16t6qr8M

 

ახალი ქალაქის დათვლიერებისას გზის გაკვლევა და პარალელურად ტელეფონში ყურება ტურისტებისთვის ძალიან დამღლელია. ისინი მოგზაურობისას ამ მიზეზით ბევრი რამის ნახვას ვერ ახერხებენ. ეს გამოგონება კი მათთვის საუკეთესო დამხმარეა.

ფეხსაცმელი პირველად ბარსელონაში Barcelona Street Project-ის ფარგლებში გამოსცადეს. გარდა სწორი მიმართულების ჩვენებისა, ბოტასები მოგზაურს დანიშნულების ადგილზე მისვლასაც ამცნობენ, ამ დროს ისინი ერთდორულად ვიბრირებენ. არასწორი მიმართულებით წასვლისას ორჯერ აძლევენ სიგნალს, იმ შემთხვევაში კი თუ ტურისტი გზას თავისი სურვილით გადაუხვევს, ფეხსაცმელს მისთვის ახალი ადგილის პოვნა არ გაუჭირდება.

სტაფილოსფერი ბოტასი EasyJet-ის წარწერით არც ისე მოდურად გამოიყურება, ამიტომ მათ საყურადღებოდ, ვისაც ყიდვის სურვილი გაუჩნდა, ჯერჯერობით ფეხსაცმლის მხოლოდ ეს ვარიანტი არსებობს.

 

 

BP მხარდაჭერას უცხადებს შეუპოვარ ადამიანებს – ერთი პარასპორტსმენის ისტორია

Legoland-ის სასტუმროს CEO 8 წლის ბიჭუნაა