16
ოქტ
2018

რას ნიშნავს, იყო პილოტი? – Easyjet-ის კამპანია

16 ოქტ 2018

ავიაკომპანია EasyJet-მა, გოგონების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კამპანია წამოიწყო. ამგვარად, კომპანიას ბავშვებში თვითმფრინავის მართვის სურვილის წახალისება სურდა. ექსპერიმენტის ფარგლებში, ბავშვებმა  თვითმფრინავის სიმულაციური მართვა გამოსცადეს. შემდეგ, შთაბეჭდილებების გაზიარებისას, თითოეულ მათგანს ჰკითხეს, თუ რა სირთულე ახლავს ფრენას. გონივრულ პასუხებს შორის, არცერთ ბავშვს უთქვამს, რომ ეს შეუძლებელია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში, მფრინავების მხოლოდ 5%-ია ქალი. ექსპერიმენტის ავტორები ამ რიცხვის გაზრდის ინიციატივით გამოდიან. კამპანიაზე სააგენტომ Uzina Publicidade იმუშავა.

bog qulebi

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს, მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

 

განხილვა