1
May
2018

“იკვებე ჩემპიონივით“ – ბეკო და ბარსელონას ფეხბურთელები ბავშვებში ჭარბი წონის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

1 May 2018

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილი საერთაშორისო ბრენდი Beko მთელს მსოფლიოში ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას წარადგენს. Eat Like A Pro, ქართულად – „იკვებე ჩემპიონივით“, მასშტაბური კამპანიაა და მისი მიზანია ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემის დამარცხება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედამიწაზე 70 მილიონი ბავშვი იტანჯება ჭარბი წონით. ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არაჯანსაღი საკვები და კვების არასწორი რეჟიმია.

 

კამპანიას უფრო დამაჯერებელსა და მასშტაბურს ხდის მასში საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფეხბურთელების ჩართულობა. ფეხბურთში ჩემპიონობისათვის და განსაკუთრებული შედეგების მისაღწევად ჯანსაღი კვება გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ პიკე, სუარესი, უმტიტი, მესი და სხვა ჩემპიონები ბავშვებს კვებასთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

კამპანია არაერთ მედია არხს დაფარავს და ბეკოს ყველა კომუნიკაცია ამ პლატფორმაზე იქნება მორგებული, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ციფრულ მედიაზე გაკეთდება. კამპანიისთვის იქმნება სპეციალური ვებგვერდიც, სადაც ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კონტენტი განთავსდება – ვიდეორგოლები, რეცეპტები, რჩევები, სახალისო თამაშები და სხვა. საქართველოში კამპანიის განვითარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბეკოს ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/BekoGeo

#იკვებეჩემპიონივით

[R]

განხილვა