in

„ჭამე კოდი“ — McDonald’s-ის კამპანია დეველოპერებისთვის

დეველოპერები ხშირად ისე არიან ჩართული კოდირების პროცესში, რომ ჭამაც ავიწყდებათ… ამიტომ, წესით, ძალიან უნდა მოიხიბლონ მაკდონალდსის ახალი ინიციატივით — Eat the Code ჭკვიანი ვებგვერდია, რომელიც კოდების ხაზებს შორის მალავს შეთავაზებებს და მის კანადელ მპოვნელებს საშუალებას აძლევს, შეუკვეთონ საყვარელი პროდუქტები ისე, რომ კომპიუტერს საერთოდ არ მოშორდნენ.

BOG

ისიც უნდა ითქვას, რომ კვებეკში ტექნოლოგიური კომპანიების მკვეთრი ზრდა შეინიშნება, რითაც იგი მრავალი ვიდეო თამაშების სტუდიის, ინდუსტრიის ათასობით ექსპერტისა და ტექნოლოგიების მოყვარულების სახლი გახდა. McDonald’s Canada-მ კი ეს ვებგვერდი სწორედ მათთან ინტერაქციისთვის შექმნა, დამსახურებული შესვენება მაცდუნებელი გემოებით რომ გაეტარებინათ.

თუმცა ვებგვერდის გარდა, მომხმარებლებს კამპანიის ფარგლებში კოდით ილუსტრირებულ პროდუქტებსაც სთავაზობენ, რა დროსაც უხვად შეგხვდებათ 1-ებისა და 0-ების კომბინაციები. პოსტერები ტექნოლოგიურ ჰაბეფთან სტრატეგიულად განალაგეს, რათა შეტყობინება ადრესატამდე ეფექტური გზით მიეწოდებინათ:

მაკდონალდსის კამპანიაზე Cossette-ს სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

თანამედროვე მიდგომები სამზარეულოში – კუპერსბერგის სტანდარტი

როგორ ვესაუბროთ AI სისტემებს ანონიმურად? — DuckDuckGo AI Chat