„ონლაინ“ სავაჭრო ქსელი “eBay” კონკურენტ საიტს Amazon.com სასამართლოში უჩივის. “eBay”-ს წარმომადგენლების თქმით, ამაზონის პერსონალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად რეგისტრირდებოდა საიტის “ექაუნთებზე”, რითიც ცდილობდა, “eBay”-ის მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაემყარებინა და საკუთარი პროდუქცია შეეთავაზებინა მათთვის. “eBay”-ის წარმომადგენლების თქმით, ეს იყო “კოორდინირებული, დაგეგმილი კამპანია მსოფლიოს მასშტაბით.”
ამაზონის წარმომადგენლებს ამ ფაქტის შესახებ რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ისინი ბრალდებას ცალსახად უარყოფენ.











