1995 წელს შექმნილი eBay ონლაინ გაყიდვების საიტიდან გლობალურ ბაზრად მოგვევლინა. მიუხედავად განვითარების ამ საოცარი ტემპისა, მაინც მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული, რომლის დაძლევასაც ახალი ბრენდითა და დიზაინის სისტემით აპირებს — eBay Evo, Evolution-ის შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს, იმედოვნებს, რომ უფრო თანამედროვე მომხმარებლის გამოცდილებას უზრუნველყოფს და ადგილობრივ ბაზრებს მეტ მოქნილობას შესთავაზებს.
თავდაპირველი მიზანი კომპანიის პროდუქტის გამოცდილების გაუმჯობესებაა, სტრატეგია კი შემდეგ სლოგანზეა დაფუძნებული — Things.People.Love. eBay-ის როლზე ფოკუსირდება, როგორც სახლის, რომელიც ყველა ტიპის ადამიანისა და ყველა ტიპის ნივთისთვისაა განკუთვნილი.
დიზაინის ახალი ენა ფესვგადგმულია პასუხისმგებლიან UX-ში, ელემენტებით, რომლებიც, თავის მხრივ, ძიების, ნივთის შენახვის ან გარიგების დადების ინტერაქციებით არის შთაგონებული. ხოლო არსებული ლოგო და ოთხი მემკვიდრეობით მიღებული ფერი, რომელიც eBay-ის ნაწილი დაარსებიდან იყო, დიზაინის სისტემისა და კომუნიკაციების მთავარ ნაწილად რჩება.
თუმცა სიახლის სახით, ბრენდმა უფრო ფართო ფერთა პალიტრა შემოგვთავაზა და ბრენდის ხმა თამამი განცხადებებით განავითარა. ამ ყველაფერს კი Market Sans-ის შრიფტით აკეთებს.
eBay-ის განახლებულ ვიზუალში ფოტოებსაც დიდი როლი აქვს — ასე სურთ, თავიანთი მზარდი საზოგადოების სიღრმე ასახონ. ფოტოებს კი სრულყოფილს ილუსტრაციების განახლებული სტილი ხდის. დანარჩენი თავად ნახეთ: