in

გლოვა ისე, როგორც შენს გენდერს შეეფერება – ირანელი ფოტოგრაფის ნამუშევრები

იბრაჰიმ ნოროზი ირანელი ფოტოგრაფია, რომელიც 1980 წელს, თეირანში დაიბადა. მისი კარიერა 2004 წელს, ახალი ამბებისა და დოკუმენტური ფოტოგრაფიით იწყება, სააგენტოში “Fars News“. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, ნოროზის მსოფლიო პრესის სამი ჯილდო აქვს მიღებული, „ნიკონის“ ფოტოკონკურსში პირველი ადგილი აქვს დაკავებული და ასევე, Lucie Awards-ის გამარჯვებულია. Eugene Smith Grant-მა 2013 წელს, იბრაჰიმ ნოროზი „10 საუკეთესო ფოტოგრაფს“ შორის დაასახელა.

იბრაჰიმ ნოროზის ფოტოსერიები: “MOURNERS“ – „მგლოვიარეები“ პორტრეტების სერიაში ჯილდოს მფლობელია. ნამუშევრები ტორონტოს Rukaj-ის გალერეაში იყო გამოფენილი.

გლოვა მწუხარების, საკუთარ თავთან იმის აღიარების პროცესია, რომ ვიღაც სამუდამოდ დაკარგე. მგლოვიარე ირანელი ქალები თითქოს არიან და არც არიან ამქვეყნად. ბურკას ჩაიცვამენ, პირს „ამოიკერავენ“ და მდუმარედ აგრძელებენ არსებობას… მათთვის ყოველდღიური ცხოვრება აზრს კარგავს. ერთმანეთის მსგავსი, თუ განსხვავებული ყოველდღიური ცხოვრების მქონე ქალები ხელჩაკიდებულები გადაადგილდებიან სახლიდან სახლში და სანთლებს ანთებენ.

მგლოვიარე კაცები კი ტალახს ისვამენ, კვნესიან და ხმამაღლა მოთქვამენ. მსგავსად ქალებისა, ისინიც განცალკევდებიან ყოველდღიური ცხოვრებისგან და უჩვეულო გრძნობით აგრძელებენ სიცოცხლეს. გლოვის ორი ტრადიცია ერთ ქვეყანაში, ორ სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას. ფემინური “Chehel-Menbar” და მასკულინური “Gel-Giran” – ქალების შემთხვევაში მდუმარება და ჩადრი, მამაკაცების შემთხვევაში კი – მოთქმა და ტალახია მწუხარების გამოხატვის ფორმა.

Facebook-მა რეკლამის ეფექტურობის საზომები განაახლა

საქართველოს რაგბის კავშირისა და ვისკი JIMSHER-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი